"საქართველო იყიდება ნაწილ-ნაწილ",
წეწენ, ჭამენ, ძარღვებიც არ დაუტოვეს,
(ჩვენი "მეტრი" ცაში იპყრობს კილომეტრებს,
ჩვენს მამულს კი, მეტრა-მეტრა მიწას გლეჯენ).
ჯვარზე არის მილურსმნული, როგორც ქრისტე,
სისხლი მოსდის, მალე გულიც შეწყვეტს ფეთქვას,
ჩვენ კი ვუმზერთ თავჩაღუნულს, ნერვებდაცლილს,
მასაც ვერ ვგრძნობთ, როგორ ვლოკავთ ცეცხლის ენას.
თვალის ჩინიც დაგვკარგვია, თითქოს გვძინავს,
ვით ღამურებს, მხოლოდ ზოგჯერ გავიღვიძებთ,
ათასს წერენ კონცეფციას, თეორიას,
ევროპაში მატრიცებით გვაფასებენ.
მსოფლიო კი მშვიდად უხდის ეშმას ვალებს,
სისხლის ნაცვლად ფულის მასას გვთავაზობენ,
მავანნი კი, იუდათა ხელში მყოფნი,
კაცის მოკვლის ოსტატობით ამაყობენ.
ჩვენი ლურჯი ქარაფები, ჩვენი მიწა,
კავკასიის მწვერვალები, ალაზანი,
მეგობრებო, ნუთუ ასე ცოტა ღირს და
ყვავ-ყორნებმა ამოგვთხარონ უნდა თვალი.
ერი კვდება, შვილებს აღარ უნდა დედა,
დედები კი მუცელშივე კლავენ შვილებს,
გაიღვიძე, ჩემო ხალხო, ნუღარ გძინავს,
მსხვერპლად ედვნენ ათასები ქართულ მიწებს.
ჩვენ თავს ვეძებთ, საშველი კი არსად მოჩანს,
ალბათ მიხვდით, აღარა აქვს ამ ცდას აზრი,
ეკლესია სასიცოცხლო ომში გვიხმობს, -
დავამტკიცოთ, რომ ღირსია საქართველო,
ატარებდეს ქრისტიანი ერის სახელს,
განუყოფელს, ჩვენი კოხტა მიწა-წყლისგან,
აღმოსავლეთ-დასავლეთი ერთი არის,
ზეციდან კი ისმის "ამინ"!
No comments:
Post a Comment