იქ, სადაც მაჩუქე წითელი ვარდი,
სიჩუმე დგას და არავის აცლის,
წაართვას მეფობის უფლება დუმილს,
მას შემდეგ ცხოვრება მიმზადებს წუხილს.
ყვავილმა დაკარგა სიცოცხლის ფერი
და შავი, მიწაში გულისსწორს ელის,
მეფობის უფლება წაერთვა დუმილს,
"მიყვარხარ"-ეს სიტყვა ზღვის ხმაურს უდრის.
No comments:
Post a Comment