ღმერთო, მაპატიე, ხშირად ვერ ვამბობდი ლოცვებს,
ღმერთო, მაპატიე, მიჭირდა დამეცვა მარხვა,
ღმერთო, მაპატიე, ეშმა თუ მაცდუნებს ისევ,
ღმერთო, მაპატიე, ბოროტს თუ ჩემს გულში ვმალავ,
ღმერთო, მაპატიე, მძიმეა ცოდვილი სული,
არ ძალმიძს ავწიო, ჩემივე სხეული მძალავს,
ღმერთო, მაპატიე, ვერ შევძელ შემესხა ფრთები, -
ზეცაში მეფრინა... თვალებში დამეტყო დაღლა.
No comments:
Post a Comment