ბანალურ ხუმრობას ჰგავს შენი "მიყვარხარ",
სხვა ნაზი სიტყვები - ქარისთვის მოტივი,
ხან თმები აწეწოს, ხან გული დაგლიჯოს,
ალვის ხეს დაატყდა თანდათან ტოტები ..
ყრუ არის დუმილი, ღრუბლებით თეთრად თოვს,
სულში კი ვარდების დამდგარა წუხილი,
შენ ყველა იმედი მოკალი სიცივით,
ყვავილთა სიმცირეს რაღაზე უჩივი?!
No comments:
Post a Comment