მივაბიჯებდი მე ჩემს ქალაქში,
როგორც უცხო და სხვა იყო ქუჩა,
სხვა იყო ხალხი,გულისთქმით ახლით.
მარტოდშთენილი ვიდოდი უბრად,
ანაზდად თითქოს განათდა ირგვლივ,
იმედის სხივმა ხელი დამრია, -
ნაცნობი ვერხვი დავლანდე ნისლში,
იმ ალიონზე,დილაადრიან,
მანაც სიამით დახარა თავი,
სიხარულისგან სიმღერად იქცა...
როგორ შევიცან ზურმუხტის ბავშვი?!
თვალებს დაჰქონდა ქართული მიწა.
No comments:
Post a Comment