Thursday, September 26, 2013
დიალოგი ღმერთთან (ჩანახატი)
ღმერთო, არ ვიცი, როგორ მოგმართო, შენ თუ თქვენ?! მინდა გითხრა შენ, რადგან მუდამ ჩემთან ხარ, ჩემი ხარ, ჩემი სულის ნაწილი ხარ, მაგრამ ამავე დროს თქვენ ხარ, ყველასთვის ხარ და ყველას გულებში გაქვს ადგილი, ყველგან ხარ, შენით ცოცხლობს ყოველი სულდგმული, აი, ისევ შენობით მოგმართე, მაპატიე, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია, შენით ვარსებობ, შენი იმედი მაქვს, ვიცი, რომ არ გამწირავ მე ცოდვილს და მიპატრონებ, სანამ დავაბიჯებ ამ მშვენიერ მიწა-წყალზე, რომელსაც ასე სჭირდება შენი შემწეობა, გადააფარე წყალობის კალთა ჩვენს სამშობლოს, დაგვლოცე შვილები, ღმერთო, გვიშველე!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment