Saturday, September 14, 2013

ქეთევან დედოფალს

ქეთევან დედოფალს!

მინდა ასგზის გიგალობო, დედოფალო,
ცას სწვდებოდეს შენთა შვილთა დანამღერი,
ერი შენი ისევ ცოცხლობს, ისევ ხარობს,
შენ ხარ ჩვენი სულისთქმა და გადამრჩენი.
შენს სხეულზე ურჯულოსაც უტირია,
ცრემლი მოსწყდა შაჰ-აბასის რჩეულ ვარდებს,
შირაზს ახლაც ცეცხლისფერი აისია,
სისასტიკეს სათნოება დაამარცხებს.
გაიღიმე, ჩემო ტკბილო დედოფალო,
შენს თვალებში ისევ ვხედავ სევდის ჩრდილებს,
საქართველოს თავს ღრუბელი დასდგომია,
ყვავ-ყორნები შესევია აკაციებს.
მაგრამ ვიცი, ქრისტეს რწმენა გადაგვარჩენს,
დაშანთული მკერდით ლოცავ ერის შვილებს,
გაიღიმე, ცის და მიწის დედოფალო,
საკმევლის სუნს გამოვატან ნატანჯ ფიქრებს.
14.092013 წელი

1 comment:

  1. დიდება და ნათელი ქეთევან დედოფალს. მადლობას ვუხდი მის სულს ასეთი თავგანწირვისათვის. ვფიქრობ, ირანის დღევანდელმა ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს, მათი წინაპრების მიერ ჩადენილი ბარბაროსობის გამო.

    ReplyDelete