თეფშებს ალუბლების სუნი ასდის,
დედამ სამახსოვროდ დამიტოვა,
ცივი, გაყინული ნივთებიდან,
მშობლის სიყვარულმა გამოჟონა...
მიყვარს გაზაფხულის ყვავილები,
დედის სურნელებით გაჟღენთილი,
მიყვარს ლობიო და ცხელი მჭადი,
დედის მონდომებით ალესილი.
იებს დედაჩემის თვალები აქვს,
ნაძვებს-დედაჩემის ძალა,გული,
ღრუბლებს-დედაჩემის სისადავე,
მზეს კი-სიდიადე მისი სულის.
თოვლი დედაჩემის ფიქრებია,
მისი კანის ფერით შეღებილი,
წვიმა დედაჩემის ცრემლებია,
შვილთა განსაწმენდად გადმოღვრილი...
No comments:
Post a Comment