ფერგაცრეცილი ფოთლების დუმილს,
უწყლოდ გამშრალი ღრუბლების რიას,
ვერ გავუძელი, გამოვიქეცი, -
მისძალებია ქალაქი თრიაქს...
სიცხის ბუღშია გამოხვეული
ყველა ქუჩა და ყველა მანსარდი,
შეშლილ სახეთა ოფლით ირწყვება
მაგისტრალების დიდი ნაკადი,
ისევ სოფლისკენ გამოვეშურე,
შემომეგება დილის სმარაგდი,
სიცოცხლისმცემო, დილავ, ნათელო,
გამიათმაგდი, გამიასმაგდი...
No comments:
Post a Comment