Thursday, October 18, 2012

სიყვარულს ვეძებ

ვუყურებ ზეცას, ზედაზენზე გასულ იალონს,
ძარღვებში სისხლი მემატება, შევცქერი ქედებს,
სამშობლოს ფერებს ვეწაფები, ბულბულს, იადონს
ყურს მივუგდებ და ამ საოცარ ჰანგებში გეძებ...
კამარას კრავენ არწივები, მთებში აქვთ ბუდე,
მართვეებს ზრდიან დიდკლანჭიანს, კლდეებს რომ ტეხენ,
სწორედ ისეთებს, რომ უზრდიდნენ თამარს და დავითს,
სწორედ ისეთებს, ჩვენი ქვეყნის სვე-ბედს რომ ჭედდნენ.
მოვიკლავ წყურვილს ზედაზენის წყაროს ცივი წყლით,
მივესალმები წყაროს თავზე შემომსხდარ მტრედებს,
ფართოდ გახელილ თვალებს ვხედავ ქართული ზეცის,
ხან თვალს ჩამიკრავს, ხან ცრემლების საბუდარს ეძებს,
ზედაზნის მიწავ, შენი ეშხით ნამთვრალევი ვარ,
გზააბნეული, შენს დიდ გულში სიყვარულს ვეძებ!

No comments:

Post a Comment