კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა,ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
ქალაქურ სახლებს დაამშვენებს ჭრელი ხალიჩა,
მტკვრის სანაპიროს-ჩოხოსანთა ნაფეხურები,
შეინძრნენ მთები,აგუგუნდეს ''მრავალჟამიერ''
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
სავსე თასებით ვადღეგრძელოთ ქვეყნის თილისმა,
ჩვენი თბილისი, ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!
მეორე ვარიანტი
თბილისობაა
კვლავ შემოსძახოს დუდუკმა და ზურნამ სიმღერა,
კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა, ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა, ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
ქალაქურ სახლებს დაამშვენებს ჭრელი ხალიჩა,
ცად აიჭრება მოძახილი მაჭახელების,
შეინძრნენ მთები, აგუგუნდეს ,,მრავალჟამიერ'',
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
ცად აიჭრება მოძახილი მაჭახელების,
შეინძრნენ მთები, აგუგუნდეს ,,მრავალჟამიერ'',
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
სავსე თასებით ვადღეგრძელოთ ქვეყნის თილისმა,
ჩვენი თბილისი, ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!
ჩვენი თბილისი, ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!

No comments:
Post a Comment