დამნაშავე ვარ, მაპატიე, ვერ გნახულობდი,
თავს ვიმართლებდი, ვცოდვილობდი, დრო არ მრჩებოდა,
და დრო რა არის? წამის, წუთის სწრაფი დინება,
იცი, რომ ვეღარ დააბრუნებ სულის ჩეროთა.
სულ გავიძახით, დრო არა გვაქვს, სიმშვიდე ვნახოთ,
მის დიდებაში დავსხდეთ, დავტკბეთ წამით, წუთებით,
ცაიტნოტში ვართ, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე,
მაშინ რიღასთვის მოვედით და რას ვიბუტებით,
თუ ეს ცხოვრება არა გვწყალობს, ჟამი კი გადის...
სევდიან ღიმილს, თბილ მზერას და მოწყენილ თვალებს
მე ვეღარ ვნახავ, ბინდბუნდშია ფერმკრთალი მთვარე
და მაინც გეტყვი იმ ქვეყანას:- მიყვარხარ, მამი!
ვიცი, შემინდობ, თუმცა ძლიერ გვიანი არის.
No comments:
Post a Comment