მზის დიადემა დაადგათ ქედებს,
პალეკარტს წითელს ისხამენ მხრებზე,ვიცი, არასდროს არ არის გვიან,
სიყვარულისა ვუმღერო შენხვედრს,
.
ვეგებებოდე სმარაგდს და ნიავს,
მივესალმო და ჩავეხვე ნისლებს
და გადმოვხედო ქვეყანას ციდან,
ხელი მოვხვიო რქაგრეხილ ჯიხვებს.
მაგრამ სად არის წუთი და წამი,
დროს დავუპყრივარ ვერაგს და ცბიერს,
ახლა ვიხსენებ იმ ლამაზ წამებს,
რომ ვერ მიცვლიან ამ დღემდე იერს.
.
No comments:
Post a Comment