ნუნუ ბებო ჩვეულებრივი ქალი კი არა, ნამდვილი ჯადოქარი იყო: კატებსაც ელაპარაკებოდა, ძაღლებსაც, ძროხების ენაც კი იცოდა. ასე ამბობდნენ მისი პატარა შვილიშვილები, იმით გაკვირვებულები, რომ ის ადვილად პოულობდა საერთო ენას შინაურ ცხოველებთან. უცხო სტუმრის დანახვით გაგიჟებულ მურიკელას ერთს ეტყოდა, გაჩერდიო და ისიც ხმას ჩაიკმენდდა, ის კი არადა, კუდის ქიცინსაც კი იწყებდა ან კატა ტრიფონიას ეტყოდა, შენი შვილები გამომიყვანეო, ისიც დამალულებს სულ თითო-თითოს დაუწყობდა წინ, ნუნუ ბებოც მოეფერებოდა თავზე ტრიფონიას, კარგი გოგო ხარო, მერე ყუთს გაუმზადებდა, შიგნით თბილ ლოგინს მოუწყობდა და შიგნით ჩაუწვენდა კნუტებს სათითაოდ. მადლიერი ტრიფონიაც ბებოს ერთიორჯერ გაეხახუნებოდა თავით მუხლებზე, დაიკრუტუნებდა და შვილებისკენ გასწევდა. ახლა რა ამბავი ატყდებოდა ხოლმე, ნუნუ ბებო ეზოში რომ გავიდოდა, იწყებოდა ქათმების კაკანი და გნიასი. დაუყრიდა ბებო ხორბალს ან სიმინდს, ისინიც კმაყოფილები იყვნენ, კვერცხს ბარაქიანად იძლეოდნენ და სიხარულით კაკანებდნენ, აი, ნახეთ, რა ოქროს კვერცხი დავდეო, ნუნუ ბებო რომ გაეხარებინათ. ბებოსთვის მართლაც ოქროს ფასი ჰქონდა ამ კვერცხებს, თვეში ერთხელ წაიღებდა ქალაქში და ყიდდა. ქალაქშიც კარგად იცნობდნენ ქალს, ასეთი კარგი კვერცხი და ქათამი არავის ჩამოაქვს გასაყიდადო და კლიენტებიც ბევრი ჰყავდა. კარაქიც მხოლოდ მისი ადღვებილი და გამზადებული უნდოდათ. საქმეს რომ მორჩებოდა, დაიტვირთებოდა ქალი სურსათ-სანოვაგით, ქათმებს ხორბალს უყიდიდა, სიმინდი თვითონაც ჰქონდა სახლში, მაგრამ ხანდახან საკვები უნდა შეუცვალო ქათმებს, უფრო მეტი კვერცხი რომ დაგიდონო, - იტყოდა თავისთვის, შვილიშვილებს - კანფეტებს, ტკბილეულობას უყიდიდა, კიდევ ათას საოჯახო წვრილმანს გააყოლებდა ხელს და სახლისაკენ გასწევდა. გზა შორი ედო სოფლისაკენ, მაგრამ ის გზაც უყვარდა, ხეებს ათვალიერებდა, გაზრდილანო, კმაყოფილებით იტყოდა, გარშემო მთებს გახედავდა, ხომ არსად წასულან, ისევ ჩვენ დაგვხარიან თავზეო, მზეს გაუსწორებდა თვალს, მხოლოდ წესიერ და პატიოსან ადამიანებს შეუძლიათ ეს, - ჯერ არ ჩახვიდე, სახლში დაღამებამდე მივიდეო, - სთხოვდა. მზეც გაუცინებდა და არ ჩადიოდა, სანამ ნუნუ ბებო სახლში არ მივიდოდა. ჭიშკართან მისული მზეს გახედავდა და დაემშვიდობებოდა, ხვალ გნახავო. გამოეგებებოდნენ პატარები ნუნუ ბებოს, ისიც გახსნიდა თავის რედიკიულს და დაურიგებდა კანფეტებსა და შოკოლადებს. ერთხელაც გზად მიმავალმა წყაროსთან შეისვენა. შესცქეროდა ჩამავალ მზეს და მისი სილამაზით ტკბებოდა. უცხო მგზავრი დაინახა, იქაურს არა ჰგავდა.- საიდან მოდიხარო, - ჰკითხა. მგზავრმა სახლში მიმეჩქარება, ჰოლანდიიდან მოვდივარ, ერთი მცენარის პლანტაციები უნდა გავაშენო, ზეთი უნდა გამოვხადო იმისგანო. გაუკვირდა ქალს, ნეტავ, რა მცენარეა ასეთი, მე რომ არ ვიციო. - მექსიკაში მოჰყავდათ ინდიელებს, ახლა ევროპაშიც არის, თესლს ცოტას გადმოგიყრი, გაზარდე და ნახავო, - უთხრა უცნობმა, ნაჭრის პატარა ტომრიდან ერთი მუჭა თესლი ჩაუყარა ხელში და თვალისდახამხამებაში გასცილდა იქაურობას. ნუნუ ბებომ ცხვირსახოცში გაახვია შავი თესლი, რედიკიულში ჩადო და სახლისკენ გაეშურა, მართლა არ ჩავიდეს მზე და სიბნელეში გზაზე არ დავრჩეო. საქმეებში გართულს, მგზავრის ამბავიც გადაავიწყდა და მისი საჩუქარიც. პატარა მზევინარს, კანფეტების ძებაში გართულს, რედიკიული გაეხსნა და შიგნით იცქირებოდა, ცხვირსახოცი ამოიღო, ქისასავით გამოკრული, შიგნით რამე სასუსნავი ხომ არ არისო, თანაც ფაჯარასთან მიეტანა, კარგად დავინახო, შიგ რა დევსო, გახსნა, მცენარის თესლი ძირს დაიბნა, სახლში საჭმლის ძებნაში შემოსულმა ქათამმა სიხარულით აკენკა, მხოლოდ ერთი ცალი გადავარდა ფანჯრიდან და მიწაზე დაეცა. როგორც იქნა, ნუნუ ბებოს გაახსენდა მგზავრის საჩუქარი, მაგრამ გვიანღა იყო. - ქათამმა გადასანსლაო, - უთხრა მზევინარმა. რაღა ექნა, ცოტა გული კი დასწყდა, უპასუხისმგებლობა გამოვიჩინეო.
ზაფხული მოვიდა. ფანჯარა, საიდანაც თესლი გადავარდა, ბოსტნის მხარეს იყო მიქცეული. პატარა მზევინარმა ბოსტანში უცნაური ყვავილი შენიშნა, კაშკაშა ყვითელი, მზესავით, თანაც დიდზე-დიდი. წავიდა, ბებოს ამცნო ეს ამბავი. შემოეხვია ყველა ყვავილს, ათვალიერეს, ათვალიერეს, მაგრამ რა ჯიშის იყო და სადაური, ვერავინ მიხვდა. ყველას ძალიან მოეწონა, შეამჩნიეს, თავს მუდმივად მზის მხარეს ატრიალებდა, აღმა-დაღმა დაჰყვებოდა, ამ ამბავმა ყველა გაახალისა, მზრუნველობას არ აკლებდნენ ყვავილს, რა ლამაზია, ეზოშიც დავთესოთ, რომ დამწიფდება, აქაურობას გაგვილამაზებსო. მოვიდა შემოდგომაც. ყვავილმა უზარმაზარი თავი გაიკეთა, მალე ფურცლები ნელ-ნელა შემოაჭკნა, გული კი შავი თესლით ამოევსო. მოტეხეს თავი და სახლში შეიტანეს, თესლი გაისისთვის დაგვჭირდებაო. - სწორედ ესენი შემიჭამა ქათამმაო, - აყვირდა მზევინარი, - ნუნუ ბებოსაც გაახსენდა მგზავრის საჩუქარი და მისი ნათქვამიც, ამ მცენარის პლანტაციები უნდა მოვაშენო და ზეთი გამოვხადოო. გაეღიმა, მეც ასე ვიზამო. - ხედავთ, იმ მცენაროს თესლი, ღვთისირმა მგზავრმა რომ მაჩუქა, გადარჩენილაო. - მას მერე ნუნუ ბებოს მიწაზე ყვითელი ყვავილების ბაღი გაშენდა, მიწა იცოცხლე, დიდი ჰქონდა, მერე პლანტაციებადაც იქცა. შემოდგომაზე მოსავალს რომ აიღებენ, ზეთსაც ხდიან, მის შავ თესლს ბავშვებიც კარგად აკნატუნებენ და ქათმებიც, ხანდახან მზევინარი უმასპინძლდება ხოლმე, ძალიანაც მოსწონთ ორთავეს. ყვავილის ღეროებს ზამთარში ძროხებს აჭმევენ, მისგან საღებავის დამზადებაც კი ისწავლეს. ნუნუ ბებომ კი ყვავილის თესლისგან საოცარი ტკბილეულობა დაამზადა, ჰალვას რომ ეძახიან, ტყუილად კი არ ეძახდნენ შვილიშვილები ჯადოქარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ყვავილს მზესუმზირა დაარქვეს, ალბათ, მიხვდებით, რატომაც!

9.10.2020 წელი
No comments:
Post a Comment