არად ვაგდებდით დედების ცრემლს,
ვეშურებოდით ავბედით გზებს,
არ ვაფასებდით მლაშეს და მწველს,
ახლა ვერ ვხედავთ დედას და მზეს.
ერეკებოდა გრიგალი ბზეს,
ანიავებდა ბზესა და ბედს,
ორიოდ სიტყვას, ორიოდ ღერს,
არ ვიმეტებდით, კვდებოდა დღე.
ახლა ჩვენს იღბალს სხვა ვინმე წყვეტს,
შრტიხი, ხაზები ერთმანეთს კვეთს,
ვეღარ ავიღებთ ჩვენს თავზე მეტს,
რადგან ვერ ვხედავთ დედას და მზეს.
No comments:
Post a Comment