Friday, August 28, 2020

რა დაუშავეთ ასეთი, ადამიანებო? (ჩანახატი)

 ყველაზე და ყველაფერზეა გაბრაზებული, დედაზე, მამაზე, ახლობელზე, ნათესავზე, ვერავისთან ნახულობს საერთო ენას, არავინ უყვარს, არც არავის უყვარს, ასეთი ხასიათის გამო. არავინ მოსწონს, მისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები, ყველას მოუნახავს ნაკლს, წუხს, რომ არ აფასებენ სათანადოდ, არც სამსახურში, არც სახლში, კონფლიქტურია და ფეთქებადი, გაბრაზდება თუ არა, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადის, არა და გულით ძალიან კეთილი და მგრძნობიარე ადამიანია. ცდილობს, გაჭირვებულებს დაეხმაროს, ეცოდება ცხოველები, ავადმყოფები, უყვარს ბუნება და ყვავილები, ხეთა გარემოცვაში უფრო უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე ადამიანების. რა დაუშავეთ ასეთი, ადამიანებო?

No comments:

Post a Comment