Friday, July 31, 2020
მოგონებებიდან (გამოფენის ბაღი)
წერეთელზე გამოფენასთან ვცხოვრობ, მახსოვს, როცა უფროსი ბიჭი პატარა მყავდა, ოთხოცდაათიანები ჯერ კიდევ არ დამდგარიყო, გამოფენის ბაღში დამყავდა, სავსე იყო პატარებით, ყველა ეროვნების ადამიანს ნახავდი აქ, რუსი ბავშვებით გადათეთრდებოდა ხოლმე იქაურობა, ძალიან ლამაზები იყვნენ, თავისებურ ხიბლს ატარებდნენ. მათ მშობლებთან ვმეგობრობდი, მშრომელი ხალხი იყო, მათი წინაპრები მალაკნები იყვნენ, აქ გადმოსახლებულები და აქვე აშენებულ კორპუსებში მიეცათ მათთვის ბინები. დღეს ისინი აქ აღარ არიან, ყველა წავიდა უცხოეთში, თითო-ოროლა რუსს თუ დაინახავ სადმე. მომენატრა ის მრავალეროვნული გამოფენის ბაღი, ახლა ის კერძო პირებს ეკუთვნის, მადლობა ღმერთს, რომ შიგ შესვლას არ გვიკრძალავენ, თუმცა ერთი-ორჯერ სცადეს მისი დაკეტვა, მაგრამ სწორედ ის რუსები და სხვა ეროვნების ხალხი გამოვიდა მის დასაცავად იმ ავბედით 90-იანებში. სადაც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, დარწმუნებული ვარ, მათაც ენატრებათ თბილისი და ჩვენი ბაღი. ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა მთელ დედამიწაზე!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment