დარდიანი მივყვებოდი
ქუჩებს ლურჯად ნისლიანს,
ანათებდა ნათურები,
ანათებდა ნათურები,
მე რომ არ ამინთია,
ციმციმებდნენ, მივამსგავსე
ციმციმებდნენ, მივამსგავსე
ღამის ციცინათელებს,
უცებ გამოვიამინდე,
უცებ გამოვიამინდე,
აღარც წვიმა მასვეელებს.
მისამღერი:
აღარც წვიმა მასველებს და
აღარც წვიმა მასველებს და
აღარც დარდი მახელებს,
სიყვარულის სხივებს ვესვრი
სიყვარულის სხივებს ვესვრი
ღამის ციცინათელებს.
პეპლის ფრთები შემოვისხი
პეპლის ფრთები შემოვისხი
და იქიდან გავფრინდი,
ხელს არ მიშლის ღრუბლის ფთილა,
ხელს არ მიშლის ღრუბლის ფთილა,
აღარც ცუდი ამინდი,
სულში დარი დამდგარა და
სულში დარი დამდგარა და
ჩამომეხსნა დარდები,
ირგვლივ ხეთა ჩრდილი დარჩა
ირგვლივ ხეთა ჩრდილი დარჩა
და იმათი ლანდები.
მისამღერი:
აღარც წვიმა მასველებს და
აღარც წვიმა მასველებს და
აღარც დარდი მახელებს,
სიყვარულის სხივებს ვესვრი
სიყვარულის სხივებს ვესვრი
ღამის ციცინათელებს.
მაია დიაკონიძე
14.07..2020 წელი
No comments:
Post a Comment