Saturday, December 1, 2012

ვირი


ლამაზთვალება პატარა ვირი
შებმული ტვირთით დიდ გზაზე მიდის,
ძალიან უჭირს, მიათრევს უღელს,
მადლობის ნაცვლად, ძაღლიც კი უყეფს,
ზოგჯერ თივის ღერს მისცემენ საწყალს,
ის რომ მოუკვდეთ, ვინ გასწევს ჭაპანს!?
პატრონი ცივად ამოსდებს ლაგამს,
არც წიხლს დააკლებს, არც - უშვერ ლანძღვას,
ხანდახან ბავშვები აყრიან სიცილს,
უკუღმართობა ცხოვრების იცის,
ზოგჯერ ოჩდება, ჯიუტობს ისიც,
უსამართლობას ამ ქვეყნის ტირის...

No comments:

Post a Comment