ავად გაჰკივის ქარი, ცაში გაფენილ ღრუბლებს
გაშავებული ზეცა მწარე ცრემლებით უტევს,თითქოს ირმების ჯოგმა გადაურბინა ტატნობს, -
რქების ჯახანი ისმის, მიწას ქუხილით აფრთხობს,
ვერძმა დახია ფარა, მშვილდოსანს დარჩა ველი,
ქარმა გაშალა ფრთები, ცას მოერია ბნელი,
ზეცა იღვრება წვიმად, ღრუბელს ჩამოწყდა მთვარე,
ჩემს გულშიც ისე ბნელა, როგორც ბნელია ღამე...
No comments:
Post a Comment