ტოტმა ტოტზე გაიწია,
ქარმა დართო ამის ნება,
თავ-პირი რომ დაილეწეს,
ტოტმა ტოტი ჩამოტეხა.
ხეს მოსწყინდა მუშტი-კრივი,
გრიგალმა რომ შესთავაზა,
ყველა ტოტი დაამტვრია,
დედამიწას უთავაზა...
- ქარიშხალო, რას ერჩოდი
ალუბლის ხეს, რად ხარ ცუდი?
- მინდა ტოტთა დანალეწზე
გავატარო ქართა გუნდი,
იცეკვონ და დაიმღერონ,
დატრიალდეს ქარ-ბორბალა,
კლდეებმა კი - ბანი მისცენ,
აგუგუნდეს ეს ქვეყანა,
მიჯაჭვულმა ამირანმაც
გაიგონოს, მოჰკრას ყური,
აიხსნას და გადავრჩებით,
დადგეს დღენი სიხარულის.
Wednesday, October 31, 2012
მოვუფრთხილდეთ დედამიწას(საბავშვო)
ცისფერ მთებს და ცისფერ ქედებს
ოქროს ნალი დავაჭედე,
დედამიწა დავრახტე და
ლურჯ კოსმოსში გავაჭენე,
მთვარეს ხელი ჩამოვართვი,
ვარსკვლავებსაც გავუცინე,
მერე მზეს ვეწვიე სტუმრად,
თავსატეხი გავუჩინე,
არ დამწვა და არ დამდაგა,
გამათბო და მომეფერა,
ჩემს საყვარელ რაშთან ერთად
ედემ ბაღში გამაჭენა,
ოქროს ნალი დავაჭედე,
დედამიწა დავრახტე და
ლურჯ კოსმოსში გავაჭენე,
მთვარეს ხელი ჩამოვართვი,
ვარსკვლავებსაც გავუცინე,
მერე მზეს ვეწვიე სტუმრად,
თავსატეხი გავუჩინე,
არ დამწვა და არ დამდაგა,
გამათბო და მომეფერა,
ჩემს საყვარელ რაშთან ერთად
ედემ ბაღში გამაჭენა,
,,გაუფრთხილდით დედამიწას!",
გულისგულზე დამაწერა.
გულისგულზე დამაწერა.
მურიკელა(საბავშვო)
ჩვენი ეზოს მურიკელამ
დამახია შარვლის ტოტი,
ასეთ თამაშს რა ვუთხარი,
თუ ვეგონე მამას ბოტი?!
ეხლა უკვე ვიცი,როგორ
გავუსწორდე ეზოს დარაჯს,
ჩემს ფისუნას მივუყვან და
იმ დიდ თვალებს ამოკაწრავს.
დამახია შარვლის ტოტი,
ასეთ თამაშს რა ვუთხარი,
თუ ვეგონე მამას ბოტი?!
ეხლა უკვე ვიცი,როგორ
გავუსწორდე ეზოს დარაჯს,
ჩემს ფისუნას მივუყვან და
იმ დიდ თვალებს ამოკაწრავს.
Tuesday, October 30, 2012
Хочу я быть
Твоей заступницей, порой,
Хочу носить твои же грусти,
Что отделяют нас с тобой.
Хочу прывыкнуть жить подальше,
Хоть мне- таскливо, тяжело,
Хочу я стать плакучей ивой,
Раняя слезы на ветру,
Хочу раздвинуть эти скалы,
Деля на части нас с тобой,
Хочу покинуть землю раньше,
Чем ты покинеш край родной,
И верю там мы будем вместе,
Соединим любовь и боль.
ცხოვრების ფილოსოფია
როცა მოვედი,არავინ მკითხა,
როდის წავიდე, არავინ მკითხავს,
თუმცა ცხოვრების ყოველი წამი,
მერე განკითხვის წამებად იქცა...
რისთვის მოვედით, ვკითხულობთ ხშირად,
რატომ მივდივართ, ისევ ვსვამთ კითხვას,
დღეს კი, ცხოვრების ყოველი წამი,
ჩემთვის განკითხვის წამებად იქცა.
როდის წავიდე, არავინ მკითხავს,
თუმცა ცხოვრების ყოველი წამი,
მერე განკითხვის წამებად იქცა...
რისთვის მოვედით, ვკითხულობთ ხშირად,
რატომ მივდივართ, ისევ ვსვამთ კითხვას,
დღეს კი, ცხოვრების ყოველი წამი,
ჩემთვის განკითხვის წამებად იქცა.
დილავ, ნათელო!
ფერგაცრეცილი ფოთლების დუმილს,
უწყლოდ გამშრალი ღრუბლების რიას,
ვერ გავუძელი, გამოვიქეცი, -
მისძალებია ქალაქი თრიაქს...
სიცხის ბუღშია გამოხვეული
ყველა ქუჩა და ყველა მანსარდი,
შეშლილ სახეთა ოფლით ირწყვება
მაგისტრალების დიდი ნაკადი,
ისევ სოფლისკენ გამოვეშურე,
შემომეგება დილის სმარაგდი,
სიცოცხლისმცემო, დილავ, ნათელო,
გამიათმაგდი, გამიასმაგდი...
უწყლოდ გამშრალი ღრუბლების რიას,
ვერ გავუძელი, გამოვიქეცი, -
მისძალებია ქალაქი თრიაქს...
სიცხის ბუღშია გამოხვეული
ყველა ქუჩა და ყველა მანსარდი,
შეშლილ სახეთა ოფლით ირწყვება
მაგისტრალების დიდი ნაკადი,
ისევ სოფლისკენ გამოვეშურე,
შემომეგება დილის სმარაგდი,
სიცოცხლისმცემო, დილავ, ნათელო,
გამიათმაგდი, გამიასმაგდი...
ჩემო თბილისო
მე ვეძებ ნაწილს ჩემი სხეულის,
რომ არ უყვარდე, არ დათმოს თავი
შენი გულისთვის, ჩემო თბილისო,
სიცოცხლეს, ვიცი, მაჩუქებს ქარი
შენი ქუჩების...
სურნელი ღამის სისხლს ამიდუღებს,
მტკვრის სანაპიროს ლაღად ჩავუვლი,
ლეგენდას ვეტყვი ჟღურტულა ჩიტებს,
შენი გაჩენის და დაბადების,
შენი წინსვლების და გამარჯვების,
ზეამაღლების...
რომ არ უყვარდე, არ დათმოს თავი
შენი გულისთვის, ჩემო თბილისო,
სიცოცხლეს, ვიცი, მაჩუქებს ქარი
შენი ქუჩების...
სურნელი ღამის სისხლს ამიდუღებს,
მტკვრის სანაპიროს ლაღად ჩავუვლი,
ლეგენდას ვეტყვი ჟღურტულა ჩიტებს,
შენი გაჩენის და დაბადების,
შენი წინსვლების და გამარჯვების,
ზეამაღლების...
Monday, October 29, 2012
Молодым
Жить на земле- это жить не в раю,
будь осторожен и не дай себя отодвинуть
в сторону, где никто и никогда тебя
не услышет.
будь осторожен и не дай себя отодвинуть
в сторону, где никто и никогда тебя
не услышет.
გურიის მთებო
თქვენს მთის ძირებში ქარი ბობოქრობს,
თავზე გახურავთ ნისლის ქუდები,
თითქოს არწივებს დააჭრეს ფრთები
და არწივებად თქვენ მეგულებით,
გურიის მთებო, თქვენს ჯანღში ხვეულს,
გულზე მომედო ცა-სალბუნები...
ათასჯერ გნახოთ, არ მომწყინდება,
თქვენ მომირჩინეთ სულის წყლულები!
თავზე გახურავთ ნისლის ქუდები,
თითქოს არწივებს დააჭრეს ფრთები
და არწივებად თქვენ მეგულებით,
გურიის მთებო, თქვენს ჯანღში ხვეულს,
გულზე მომედო ცა-სალბუნები...
ათასჯერ გნახოთ, არ მომწყინდება,
თქვენ მომირჩინეთ სულის წყლულები!
Sunday, October 28, 2012
მამას
დამნაშავე ვარ, მაპატიე, ვერ გნახულობდი,
თავს ვიმართლებდი, ვცოდვილობდი, დრო არ მრჩებოდა,
და დრო რა არის? წამის, წუთის სწრაფი დინება,
იცი, რომ ვეღარ დააბრუნებ სულის ჩეროთა.
სულ გავიძახით, დრო არა გვაქვს, სიმშვიდე ვნახოთ,
მის დიდებაში დავსხდეთ, დავტკბეთ წამით, წუთებით,
ცაიტნოტში ვართ, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე,
მაშინ რიღასთვის მოვედით და რას ვიბუტებით,
თუ ეს ცხოვრება არა გვწყალობს, ჟამი კი გადის...
სევდიან ღიმილს, თბილ მზერას და მოწყენილ თვალებს
მე ვეღარ ვნახავ, ბინდბუნდშია ფერმკრთალი მთვარე
და მაინც გეტყვი იმ ქვეყანას:- მიყვარხარ, მამი!
ვიცი, შემინდობ, თუმცა ძლიერ გვიანი არის.
თავს ვიმართლებდი, ვცოდვილობდი, დრო არ მრჩებოდა,
და დრო რა არის? წამის, წუთის სწრაფი დინება,
იცი, რომ ვეღარ დააბრუნებ სულის ჩეროთა.
სულ გავიძახით, დრო არა გვაქვს, სიმშვიდე ვნახოთ,
მის დიდებაში დავსხდეთ, დავტკბეთ წამით, წუთებით,
ცაიტნოტში ვართ, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე,
მაშინ რიღასთვის მოვედით და რას ვიბუტებით,
თუ ეს ცხოვრება არა გვწყალობს, ჟამი კი გადის...
სევდიან ღიმილს, თბილ მზერას და მოწყენილ თვალებს
მე ვეღარ ვნახავ, ბინდბუნდშია ფერმკრთალი მთვარე
და მაინც გეტყვი იმ ქვეყანას:- მიყვარხარ, მამი!
ვიცი, შემინდობ, თუმცა ძლიერ გვიანი არის.
Saturday, October 27, 2012
ღვთისშობელს
თითქოს შენს თვალში იები ჩაქრა,
გაზაფხულს კაბად ხომ არ აჩუქე?
ტუჩმა დაკარგა წითელი ფერი,
ალბათ, ვარდები დაასაჩუქრე.
წამწამთა ჯარი ტყეებად იქცა,
გიშრის თვალები - მელნისფერ ტბებად,
ღაწვი - ფიქალად, თმები კი, თმები...
ველს დასწყობია ოქროსფერ ძნებად,
შენი ცრემლები - წვიმის წვეთია,
რომ ასაზრდოვებს ჩანჩქერებს, წყაროს,
მდინარეები ზღვებს უერთდება
და ოკეანის სიღრმეში ჩქარობს.
შენი ღიმილი მზე არის მწველი,
შენი კბილები - მძივების კონა,
ყელს დაკიდული მარგალიტები,
ცას ვარსკვლავებად რომ დაეკონა.
ანგელოზივით შეისხი ფრთები
და ამ სამყაროს დედად იქეცი,
სიცოცხლის წყაროვ, მფარველო ჩვენო,
ლოცვით, გალობით შენთან ვიქნებით!
გაზაფხულს კაბად ხომ არ აჩუქე?
ტუჩმა დაკარგა წითელი ფერი,
ალბათ, ვარდები დაასაჩუქრე.
წამწამთა ჯარი ტყეებად იქცა,
გიშრის თვალები - მელნისფერ ტბებად,
ღაწვი - ფიქალად, თმები კი, თმები...
ველს დასწყობია ოქროსფერ ძნებად,
შენი ცრემლები - წვიმის წვეთია,
რომ ასაზრდოვებს ჩანჩქერებს, წყაროს,
მდინარეები ზღვებს უერთდება
და ოკეანის სიღრმეში ჩქარობს.
შენი ღიმილი მზე არის მწველი,
შენი კბილები - მძივების კონა,
ყელს დაკიდული მარგალიტები,
ცას ვარსკვლავებად რომ დაეკონა.
ანგელოზივით შეისხი ფრთები
და ამ სამყაროს დედად იქეცი,
სიცოცხლის წყაროვ, მფარველო ჩვენო,
ლოცვით, გალობით შენთან ვიქნებით!
Thursday, October 25, 2012
არ დაგიჯერებ!
არ დაგიჯერებ, რომ კვლავ გიყვარვარ,
შუბლს თვალთმაქცობის დაღი ატყვია,
არ დაგიჯერებ, რომ ჩემი კოცნა
ხელებს გაგითბობს და გიხარია,
არ დაგიჯერებ, რადგან ზამთარში
მიმქრალ მზესავით სხვებთან თამაშობ,
სიყვარულს ჩვენსას არა აქვს ძალა, -
გულს ყინულებით ვეღარ გაათბობ...
ისევ მუზების ღმერთთან ვქილიკობ,
რომ სიყვარული წამია მხოლოდ,
მაგრამ ამ წამსაც ბრმად შეუძლია
წესი აგვიგოს და დაგვამონოს.
სიყვარულს ვეძებთ სიზმარში, ცხადში,
წამი - ფარსია, წამი - ცხონება,
წამები წამებს გააბათილებს
და რაღა რჩება ჩვენი ცხოვრება?!
ისევ დაუკრავს დუდუკი, ზურნა,
ისევ ჩამოთოვს ატმის ფიფქები,
შენ - მოგონებებს მიითვლი ისევ,
მე - ცვრად და წვიმად ჩამოვიღვრები...
Wednesday, October 24, 2012
Спеть до конца
Ищу я мотив, чтобы спеть до конца,
и не ввязаться в болото,
слушая русалок, не сойти с пути...
спеть доконца найденный мотив,
не имея ни слуха, ни голоса.
მონადირეს (გავუფრთხილდეთ ბუნებას)
ვაი, თუ თოფი გავარდეს, შაშვმა დაიწყოს ფრთხიალი,
ან იქვე, მურყნის ნაპირზე, ირემს გამოსცდეს ხრიალი,
ეგ შენი თოფი, ვაჟკაცო, ნუ წაგიცდება ავადა,
მტერს ნუ შეაჭმევ ჩვენს ჯავრსა, ნუ აგვიძაღლებ მამათა!
ნუ დაუშავებ ნურაფერს ნორჩ ხეს, ნისლი რომ ჰფენია,
შველს, ბუჩქის ძირას მძინარეს, სოსანი ყელ-ყურს ხვევია,
ნურც არწივს უზამ ცუდ საქმეს, მართვენი ელოდებიან,
დაიზრდებიან, ფრთიანნი დაგიდგებიან ფარადა,
მტერს დაამარცხებ, ღვთის შვილნიც შენ გაკურთხებენ მარადა...
სიზმარი
ხან მეფე ვარ და ხან - არლეკინი,
ხან - ჯამბაზი და ხან კი - ფერია,
ხან სასახლეებს მოვრთავ ფარჩებით,
ხან საჯინიბოს დაგვის ჯერია...
ზღაპრულ სამყაროს ოცნებით ვხატავ,
თოჯინებს ვუცვლი ფერს და ტანსაცმელს,
რეალობიდან მოწყვეტილ ველში,
მხოლოდ სურვილებს გავათამაშებ,
სხეულს კი სძინავს მშვიდად და წყნარად,
და სიზმრებს ტვინში წყებად ალაგებს.
Monday, October 22, 2012
ექო ფაშიზმის
ექო ფაშიზმის აქ გაისმა, ლანდებთან ომში,
ყურის აპკები დაგვიხეთქა ამ ხმის დუმილმა,
უტყვმა, საშიშმა, პირუტყვულმა, არ გაგონილმა,
ექო ფაშიზმის, ჩვენთან ახლოს, გულში მოისმა!
თეთრი პეპელა
ამუშავდა და ამოძრავდა ფერების ქარგა
და მათი ბედი თვით დიადმა მხატვარმა ქარგა.
ფერი -უფეროს, ფერი -უფეროს, -იძახდა ღმერთი,
ჩაეძინა და ფერი -ფერსა წამოსცდა ერთი.
მაგრამ ღალატმა, ორპირობამ ჩააგდო თესლი,
და ჩამოუშვა მძიმე ფარდა ოხრვის და გესლის,
და ყვავილებით მოჩითული ლამაზი ფარდა,
მარტოობის და უტყვი მზერის მოწამე გახდა.
ფანჯრის თაროზე ნაზ ყვავილსაც გაუქრა ფერი,
ვაჟის სახე კი-პატიებას, შენდობას ელის,
მაგრამ მძიმეა, ოხ, რა მძიმე ღალატის ხელი,
არავინ იცის, რას ამზადებს გონება ხელი,
დაიწკრიალა ლითონმა და გააპო ბნელი,
და გაიყინა ძარღვში სისხლი, ოთახში ფერი,
ამაოების საბურველქვეშ შემოძვრა ნელი
უძირო მღვრიე დარდი წარსულის ფერით,
და გადაიქცა ვაჟის ლოცვა, მისი ვედრება
იმ თეთრ პეპელად, ნაზ ყვავილს რომ გარე ევლება,
მისი სათუთი და უსაზღვროდ ნელი შეხება,
მაგონებს ტალღას ზღვის ნაპირს რომ ეალერსება
და იმ თეთრ ნისლებს, მთის ქედებს რომ ნაზად ედება,
მისი ფარფატი თითოეული მისი შეხება
არის ის ლოცვა, პატიებას რომ შეეხება!
Saturday, October 20, 2012
დედა, გილოცავ დაბადების დღეს!
თეფშებს ალუბლების სუნი ასდის,
დედამ სამახსოვროდ დამიტოვა,
ცივი, გაყინული ნივთებიდან,
მშობლის სიყვარულმა გამოჟონა...
მიყვარს გაზაფხულის ყვავილები,
დედის სურნელებით გაჟღენთილი,
მიყვარს ლობიო და ცხელი მჭადი,
დედის მონდომებით ალესილი.
იებს დედაჩემის თვალები აქვს,
ნაძვებს-დედაჩემის ძალა,გული,
ღრუბლებს-დედაჩემის სისადავე,
მზეს კი-სიდიადე მისი სულის.
თოვლი დედაჩემის ფიქრებია,
მისი კანის ფერით შეღებილი,
წვიმა დედაჩემის ცრემლებია,
შვილთა განსაწმენდად გადმოღვრილი...
დედამ სამახსოვროდ დამიტოვა,
ცივი, გაყინული ნივთებიდან,
მშობლის სიყვარულმა გამოჟონა...
მიყვარს გაზაფხულის ყვავილები,
დედის სურნელებით გაჟღენთილი,
მიყვარს ლობიო და ცხელი მჭადი,
დედის მონდომებით ალესილი.
იებს დედაჩემის თვალები აქვს,
ნაძვებს-დედაჩემის ძალა,გული,
ღრუბლებს-დედაჩემის სისადავე,
მზეს კი-სიდიადე მისი სულის.
თოვლი დედაჩემის ფიქრებია,
მისი კანის ფერით შეღებილი,
წვიმა დედაჩემის ცრემლებია,
შვილთა განსაწმენდად გადმოღვრილი...
დედას შორეთში
ვიცი,როგორ გეწვის გული,
ვიცი, ძვლები როგორ გტეხენ,
ვიცი, ძლივსღა უძლებ ტკივილს,
გველოდები მე და ჩვენებს.
ვიცი,როგორ ებრძვი ფიქრებს,
ვიცი, როგორ დაიღალე...
ვიცი, გამოუშვებ მტრედებს,
იქნებ შევეყარო სადმე,
ვიცი, გზავნილების გორას,
როგორ ხშირად უცვლი ადგილს,
ვიცი, რომ ნახულობ სიზმარს,
თითქოს ერთადა ვართ აქვე,
თითქოს კერის პირას მსხდარნი,
შევექცევით ყველა საჭმელს.
ვიცი, იმ ქვეყნიდან მამა,
დაგვირიგებს უქრობ სანთელს,
ვიცი, გაზაფხული მოვა,
აამწვანებს მინდვრებს, ყანებს,
ვიცი, უცილობლად გნახავ,
ვიცი, გადავივლი მთა-ველს!
ვიცი, ძვლები როგორ გტეხენ,
ვიცი, ძლივსღა უძლებ ტკივილს,
გველოდები მე და ჩვენებს.
ვიცი,როგორ ებრძვი ფიქრებს,
ვიცი, როგორ დაიღალე...
ვიცი, გამოუშვებ მტრედებს,
იქნებ შევეყარო სადმე,
ვიცი, გზავნილების გორას,
როგორ ხშირად უცვლი ადგილს,
ვიცი, რომ ნახულობ სიზმარს,
თითქოს ერთადა ვართ აქვე,
თითქოს კერის პირას მსხდარნი,
შევექცევით ყველა საჭმელს.
ვიცი, იმ ქვეყნიდან მამა,
დაგვირიგებს უქრობ სანთელს,
ვიცი, გაზაფხული მოვა,
აამწვანებს მინდვრებს, ყანებს,
ვიცი, უცილობლად გნახავ,
ვიცი, გადავივლი მთა-ველს!
Thursday, October 18, 2012
სიყვარულს ვეძებ
ვუყურებ ზეცას, ზედაზენზე გასულ იალონს,
ძარღვებში სისხლი მემატება, შევცქერი ქედებს,
სამშობლოს ფერებს ვეწაფები, ბულბულს, იადონს
ყურს მივუგდებ და ამ საოცარ ჰანგებში გეძებ...
კამარას კრავენ არწივები, მთებში აქვთ ბუდე,
მართვეებს ზრდიან დიდკლანჭიანს, კლდეებს რომ ტეხენ,
სწორედ ისეთებს, რომ უზრდიდნენ თამარს და დავითს,
სწორედ ისეთებს, ჩვენი ქვეყნის სვე-ბედს რომ ჭედდნენ.
მოვიკლავ წყურვილს ზედაზენის წყაროს ცივი წყლით,
მივესალმები წყაროს თავზე შემომსხდარ მტრედებს,
ფართოდ გახელილ თვალებს ვხედავ ქართული ზეცის,
ხან თვალს ჩამიკრავს, ხან ცრემლების საბუდარს ეძებს,
ზედაზნის მიწავ, შენი ეშხით ნამთვრალევი ვარ,
გზააბნეული, შენს დიდ გულში სიყვარულს ვეძებ!
ძარღვებში სისხლი მემატება, შევცქერი ქედებს,
სამშობლოს ფერებს ვეწაფები, ბულბულს, იადონს
ყურს მივუგდებ და ამ საოცარ ჰანგებში გეძებ...
კამარას კრავენ არწივები, მთებში აქვთ ბუდე,
მართვეებს ზრდიან დიდკლანჭიანს, კლდეებს რომ ტეხენ,
სწორედ ისეთებს, რომ უზრდიდნენ თამარს და დავითს,
სწორედ ისეთებს, ჩვენი ქვეყნის სვე-ბედს რომ ჭედდნენ.
მოვიკლავ წყურვილს ზედაზენის წყაროს ცივი წყლით,
მივესალმები წყაროს თავზე შემომსხდარ მტრედებს,
ფართოდ გახელილ თვალებს ვხედავ ქართული ზეცის,
ხან თვალს ჩამიკრავს, ხან ცრემლების საბუდარს ეძებს,
ზედაზნის მიწავ, შენი ეშხით ნამთვრალევი ვარ,
გზააბნეული, შენს დიდ გულში სიყვარულს ვეძებ!
თბილისობაა
კვლავ შემოსძახოს დუდუკმა და ზურნამ სიმღერა,
კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა,ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
ქალაქურ სახლებს დაამშვენებს ჭრელი ხალიჩა,
მტკვრის სანაპიროს-ჩოხოსანთა ნაფეხურები,
შეინძრნენ მთები,აგუგუნდეს ''მრავალჟამიერ''
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
სავსე თასებით ვადღეგრძელოთ ქვეყნის თილისმა,
ჩვენი თბილისი,ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!
კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა,ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
ქალაქურ სახლებს დაამშვენებს ჭრელი ხალიჩა,
მტკვრის სანაპიროს-ჩოხოსანთა ნაფეხურები,
შეინძრნენ მთები,აგუგუნდეს ''მრავალჟამიერ''
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
სავსე თასებით ვადღეგრძელოთ ქვეყნის თილისმა,
ჩვენი თბილისი,ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!
ბათილი არის
ჯვარედინ ხაზებს ვნახულობ სიზმრად,
წრფე-წერტილების დამატყდა ჯარი,
ცხოვრების ყველა მონაკვეთს ვხედავ,
ხმა კი გაჰყვირის -ბათილი არის!
ცვლილების ტყვე ვარ,
ცვლადების ტყვე ვარ,
განტოლებების ამოხსნა ჩქარი...
უცნობი ცვლადი ვიპოვო მინდა,
ხმა კი მომძახის -ბათილი არის!
რიცხვების რიგებს მივყვები ურჩად,
უნდა განვსაზღვრო სიკეთის ზღვარი,
მეტ-ნაკლებია რიცხვი რიცხვებზე,
ხმა კი გაჰკივის- ბათილი არის!
ციფრთა ზიგზაგებს გავუტეხილდი,
პლიუს-მინუსებს მიგზავნის ქარი,
ძლივს მიპოვნია ამონახსენი,
ხმა კი მეძახის -ბათილი არის!
Wednesday, October 17, 2012
ფილოსოფია
მანძილებს ვითვლი, მოვდივარ მგზავრი,
ვწვალობ, წიბოებს ვუცვლი წახნაგებს,
აბსტრაქტულ ველებს ვაკლებ, ვამრავლებ,
ოცნების სიბრტყეს მათში ვალაგებ,
მინდა რომ გავცდე უსასრულობას,
მე კი-ფიგურებს ვუცვლი პარამეტრს.
ჩაკეტილ ველში კუთხეებს ვზომავ,
გაშლილს, ბლაგვსა და მახვილს ვადარებ,
გავდებ წრფეებს და დავდებ წერტილებს,
და უსასრულო სხივებს გავავლებ.
Tuesday, October 16, 2012
მტერმა რომ ვეღარ დალეწოს
ბალახმა გადაუარა ვენახს, ბოსტანს და საყანეს,
წყალი, ჰაერი მოაკლდა თესლს, ცივ მიწაში ჩანაგდებს,
-სადა ხარ, ჩემო მერცხალო, რად არ აშენებ ბუდეებს?
-სახლებს პატრონი არა ჰყავს, ვინ ააშენებს ზღუდეებს,
მტერმა რომ ვეღარ დალეწოს, აღარ წაიქცეს საყანე,
კვლავ უპატრონოდ არ დარჩეს ჩვენი სახლი და სახარე,
მოგელი ჩემო გლეხკაცო, მკლავღონიერო, ვაჟკაცო,
ქებათა-ქება იმ მიწას, შენ რომ კვლავ უნდა ახარო,
მოფრინდი ჩემო მერცხალო და გაზაფხული გვახარე,
აღარ დარჩება საჯიჯგნად ჩვენი მიწა და საყანე,
დაიზრდებიან ბარტყები, ერდოზე შემოსხდებიან,
აკვანში მძინარ პატარას ჭიკჭიკით ლექსებს ეტყვიან,
პირველ სიმღერას უმღერენ ღვთის სადიდებლად მსხდარები,
შენ გაგიმარჯოს პატარავ, ღმერთმა გიკურთხოს მკლავები!
ეკალი ვარ
ეკალი ვარ, ვარდის ტოტზე ამოსული,
სილამაზის სადარაჯოდ გამოსული,
სამტროდ მოსულს ვუთავაზებ ორკაპ დანას,
მოყვარესთან ვითამაშებ ,,არიფანას".
კიბორჩხალამ გამოუშვა საცეცები,
ჩვენს საუნჯეს ემუქრება გაცეცებით,
მე, ეკალი, დავღვრი სისხლს და დავმუნჯდები,
ვერას მიზამს ტყვია-რკინის საცეცები.
Sunday, October 14, 2012
ესე: ყველანი დამნაშავე ვართ!
არა, არ მითხრა, რომ სიძულვილმა დაგაბრმავა,
რომ ვეღარ არჩევ ტყუილს და მართალს,
რომ რეალობის შეგრძნება დაკარგე და ცაში დაფრინავ.
ადამიანებს ძალან გვიყვარს სხვების კრიტიკა,
მაგრამ ჩვენს თავზე ლაპარაკი - არა. ჩვენ ხომ ყოველთვის მართლები ვართ ?!
მართალ კაცს კი, ვერაფერს ეტყვი, ვერაფერს გაუბედავ!
ო, როგორი გულცივები გავხდით. ოღონდ საკუთარი
სიამრთლე დავამტკიცოთ და ყველაფერს ვიკადრებთ.
არგუმენტები თუ არ გვყოფნის, სხვა ადამიანებს სიამოვნებით
გავატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში, არ მოგვერიდება, არ შეგვეცოდება,
მერე კი ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ.
ეს რა კადრები ვნახეთო, აღშფოთებულია მთელი საქართველო,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი იგივეს გააკეთებდა,
იმიტომ, რომ ჩვენი სიმართლე უნდა დავამტკიცოთ,
იმიტომ, რომ გულის სითბო გვაკლია,
იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფრო გვიყვარს, ვიდრე სხვები,
იმიტომ, რომ გვინდა ჩვენმა შვილებმა უკეთესად იცხოვრონ,
სხვისი შვილები კი -არ გვაინტერესებს,
იმიტომ. რომ ღმერთის სიყვარული არ არის ჩვენს გულებში.
ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ სულში და მივხდებით,
ყველანი დამნაშავე ვართ !
დედას
კაბის ნაოჭო, დედის კალთას შემონატარო,
თეთრო ფიქალო, მარმარილოვ, ნატიფ-ნათალო,
თითების კონავ, ცხოვრებისგან ნატანჯ-ნაწამო,
ზღვა სიყვარულო, პურის ყანავ, ოქროს თავთავო,
ღიმილიანო, ნაზ ფერებში გადაცრეცილო,
ზამთრის ბაღებო, დედის თმებად ჩამოფენილო,
ვაზის ლერწებო, ყინვისაგან გაუტეხელო,
ციხე-კოშკებო, მომხდურთაგან აუღებელნო.
მუხავ ძლიერო, სისხლით, გენით ჯან-ღონიერო,
დედა ამყოფე, ადღეგრძელე, ღმერთო ძლიერო!
Saturday, October 13, 2012
სულებს წყლული გასჩენია
იმ ჭრილობებს რაღა ვუყოთ,
სხეულებს რომ ამჩნევია,
საქართველოს გული ტირის,
სულებს წყლული დამჩნევია...
ცრემლი გვდის და გამშრალ ველებს
იარებად ამჩნევია,
კლდეებს კავკასიონისას
ნაპრალები დასჩენია...
შავი ზღვიდან კვნესა ისმის,
ზვირთებს დარდი გასჩენია,
ქართლის დედას პატარები
უდაბნოში დარჩენია,
შეძრწუნებულ მაღალ მთებსაც,
ცრემლი სისხლად დადენია,
ჩვენი მიწის ბაღ-ვენახი
წითლად უფერადებია,
საქართველოს გული ტირის
ჩვენს სულს წყლული დამჩნევია,
ღვთის სამართალს მოვესწრებით,
ზეცას სისხლით აწერია.
Tuesday, October 9, 2012
პატარა ზურიკოს
ფრინდი, ფრინდი, ჩემო მტრედო,
დედის კალთას ხელი ჰკარი,
მაგ პატარა თათუნებით
ღრუბლის ფთილას მიეკარი,
გამოისხი მერცხლის ფრთები,
მზეს თვალები ჩაუკარი,
ქარვის მძივად დაეკიდე,
ცის თაღს ხელი ჩამოჰკარი.
ჩანგიც გაუმზადებია
დედამიწას, მთების წვერზე
ჩამოჯექი, დაიმღერე,
უთათუნე თეთნულდს წვერზე,
ფეხი გაუსვ-გამოუსვი,
ჩვენებური დაუარე,
შენს ნატერფალს დასცქეროდეს,
უღიმოდეს მზე და მთვარე,
გაიზარდე, დავაჟკაცდი,
საქართველო გაახარე!
ქარი
ქარი, გიჟი, მოვარდება, ღრუბლებს შავ დღეს დააყრის,
გარეკავს და გამორეკავს, ამოსუნთქვას არ გვაცლის,
შარაგზაზე მიმავალ ქალს კაბის კალთას აუწევს,
ჩიტბატონას ფრთებს დააცლის, დედას აკვანს დაურწევს.
მიფრინდება-მოფრინდება ღობე-ღობე მძრომელი,
სულში უნდა ჩაგვახედოს, დაგვანახოს ყოველი,
გულის კუნჭულს მიადგება, შიგნით ცეცხლსაც დაანთებს,
მერე ლხენით და სიცილით ცივ ყინულებს ჩააფენს.
ქვიშით, ქვებით ამოავსებს სრუტეებს და ნაპირებს,
მეზღვაურებს, ზღვაში შთენილთ, შიშისაგან აყვირებს,
თვალზე ცრემლით წავიკითხავთ შავარშიან აფიშებს.
ქარი ზოგჯერ აგვატირებს, ხან კი - შვებას მოგვიტანს,
გაცხელებულ გულს აგრილებს, ხან კი - ცოდვებს მოგვკითხავს...
ქარო, იქნებ დაარბიო ციხე-ბასტიონები,
ქაჯებს ომი განუზრახავთ, ფეხზე დავდგეთ ყოველი:
იმერელი, აჭარელი , ხევსური თუ ფხოველი.
ავთანდილსაც, ტარიელსაც, ფრიდონს ისევ მოველით.
Subscribe to:
Posts (Atom)