ელავს ფიფქები მთვარის შუქზე, ლურჯდება ღამე,
ზეზეულ ლანდებს შეუსუდრავს ირგვლივ მიდამო,
გაყინულ ტოტებს ნეკერჩხალი ვეღარც გრძნობს ტანზე,
სწადია, მაგრამ ლამაზ თვალთა ვეღარც კი ახელს,
ტკივილისაგან შეჭმუხვნია გულიც და სახეც,
ჭირხლი წამწამებს დაუთრთვილავს და ცრემლი - თვალებს,
ლოლუებად რომ დაეკიდება, ჩუმია ღამე...
მისი განცდები ამ ქვეყანას უღმერთოდ ამხელს...
No comments:
Post a Comment