Sunday, January 13, 2013
თუთის არაყი
შეშაზე თოვლი გადაწოლილა,
ძველი სახლი კი პატრონებს ელის,
თუთის არაყმა სისხლში გაჟონა,
ნატრობს ბუხართან გამართულ ქეიფს...
ოდა იძახის -გვიანდებაო,
- სახურავს თოვლი ედება წყებად,
ამ ზამთარს ალბათ ვერ გადაიტანს
და... ჩაინგრევა ასი წლის კერა,
გაყინულ ჭაში ერევა წვეთი
სისხლის კაცისა, აქ რომ გაზრდილა,
ჯერ ურბენია ბიჭად, ვაჟკაცად,
ახლა ეშმაკის ქაჩავს საზიდარს.
ამღვრეულია სითხე ძარღვებში,
წვეთებად შედის სულ სხვა "პროფილი",
ძველი სახლი კი ამაოდ იცდის, -
ცხელი ამბების აქვს მოლოდინი,
ჩამოინგრევა ასი წლის კერა,
წუთისოფელის გახდება მტვერი,
ბოთლიდან სისხლი წვეთ-წვეთ მოჟონავს,
შეშა კი პატრონს ამაოდ ელის...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment