ზამთარმა შეგსუდრა თოვლსა და ყინვაში,
შენს გულში სიკვდილი ატოკებს კლავიშებს,
ღრმა ორმოს ამოთხრის ის ჭირისუფალი,
რომელიც ცრემლებით დაახრჩობს ამინდებს,
შენიდან ქრისტემდე რაღაც არ ლაგდება,
შემოდის, გარბიხარ, ის კვლავაც დაგეძებს,
დამღუპველ ფიქრებთან მარტო რომ დაგტოვა,
ნაბიჯის უკუღმა გადადგმაც გაბედე.
და ახლა შორსა ხარ, ისე ვით არასდროს,
ღმერთისგან, ჩვენგანაც და ბოლო წუთებში,
როდესაც სიცოცხლე ულმობლად გტოვებდა,
კარს უკან აღმოჩნდი, მიკუნჭულ კუთხეში.
No comments:
Post a Comment