ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი მაია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. წლების მანძილზე მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორისაა, საბავშვო პროზა "ბუკნაჭო". "სახალისო ანაბანა" უკვე მისი მესამე საბავშვო წიგნია.
"ბავშვის თვალებით მზე გვიყურებს", ხშირად იმეორებს ავტორი და ამ წიგნში მოთავსებული ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებით თუ პიესებით ცდილობს მზის სხივები კიდევ უფრო კაშკაშა და ელვარე გახადოს.
No comments:
Post a Comment