ზამთრის ღამეში გადავაწყდი ფერად ყვავილებს,
ჩემთვის ყვაოდნენ, აღსარებას ვამბობდი ღმერთთან,
(მათი სურნელი მუდამ თან მდევს), უფალს ვმსახურობ,
დღეს მარტოობის სიმაღლეებს მოფარავს სეტყვა.
მაინც ყვავიან ყვავილები იმედის, რწმენის,
რომ უცილობლად ჩვენ ოდესმე ვიქნებით ერთად.
No comments:
Post a Comment