Saturday, February 9, 2013
მონა ხარ ისევ
მე საბჭოეთის საუფლოში მზრდიდნენ მონები.
ეტყობა, რადგან აღმაფრენის არ ვიცი ფასი,
ფრთებშეკვეცილი არწივივით ვტკეპნი ბილიკებს,
უღელქვეშ გაზრდილს, მიჭირს სუნთქვა, მიწას ვერ ავცდი.
უბედურ ყოფას მიჩვეულს კი, მინდა გარდაქმნა?
სინდისის ხმასაც გამოვაბი თოკი-საბმელი,
არ მომიპარავს, არ მომიკლავს, "არ ჩამიშვია"
და აღარა მაქვს, ღმერთო, შენთან მე სხვა სათქმელი...
მაგრამ რად მიჭირს ტვირთის ზიდვა, ან რა ტვირთია,
ასე მძიმე და ასე დიდი, მთების ოდენა?!
მშობლის თვალებით, საყვედურით, რომ იმზირება,
გულს მისერავს და მღრღნის ეჭვები, გამოუთქმელად.
მინდა არტახებს ხელი ვკრა და გზნებით დავწყვიტო,
თუმცა ტკბილია დედის რძესთან აკვანში ყოფნა,
ტვირთის თრევაც ხომ ვალი არის, უნდა გადახდა,
წავიღებ ჭაპანს, გადავათრევ, ეს ძალუძს მონას!
მაგრამ შევძლებ კი, ავიარო მე აღმართები?
გენიოსივით დავინახო შავზე ჩრდილები,
მომავლის ძეგლი დავუტოვო შთამომავლობას,
ამ ქვეყნის შვილებს შევუსრულო დანაპირები?!
თავისუფლების სურნელებით თუ არ დათვერი,
თუ არ იგრძენი გემო მიწის, შენი მშობელის,
თუ სამებაში არ დაანთე წყვილი სანთელი,
ვერ გადახატე შენს ფიქრებში ქვეყნის მთა-ველი,
მ ო ნ ა ხ ა რ ი ს ე ვ და ასევე მონად დარჩები!
,
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment