მე შენ მიყვარხარ, თუმცა უკვე არ მაძლევ სალამს,
შენს ლურჯ თვალებში ვერ ვკითხულობ ფრთათეთრ სონეტებს,
წარსულზე სევდამ დაულია ძველ სიტყვებს ძალა,
გულნატკენი და არეული ვერას ვიგონებ...
შეჰყრიხარ სიკვდილს, არ ვიცოდი, რა ფერი ჰქონდა,
ანდა სურნელით რატომ ჰგავდა წითელ პიონებს,
იისფერ ნისლში გახვეულხარ უსიტყვო მოთქმად,
ჩემი ოცნების გაუშლელი ვარდი გიწოდე...
No comments:
Post a Comment