Monday, December 3, 2018
ბიოგრაფია ზღაპრების საბავშვო წიგნის ყდისთვის "ფანქრის მთლელი"
ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი მაია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. რამდენიმე წელი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის საბავშვო პროზა "ბუკნაჭო" სი. მისი პირველი საბავშვო წიგნი გამოვიდა 2015 წელს სათაურით "იოცნებეთ ყველამ". ეს ზღაპრების კრებული კი მისი მეორე საბავშვო წიგნია. ამ წიგნში შესული ზღაპრები ბავშვებს ასწავლის კაცთმოყვარეობას, სიკეთეს. ავტორს სურს ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, არავის არ ჰქონდეს უბედური ბავშვობა, როგორიც თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, სამირ სავჩუკს ჰქონდა, რომელსაც ძალიან უნდოდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა, მშობლებს კი მისთვის ამ სურვილის შესრულება არ შეეძლოთ. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ. "ადამიანი, რომელიც სხვას გულს სტკენს, თვითონაც გულნატკენი რჩება ცხოვრებაში, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვნახავთ, როგორ შეიცვლება ქვეყანა ჩვენ გარშემო", ხშირად იმეორებს ქალბატონი მაია. წარმატებები ვუსურვოთ ავტორს, ამ ზღაპრების გმირებს კი, თქვენი გულების დაპყრობა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment