Sunday, August 2, 2015

მთვარის საიდუმლო თავი V ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)

                                                          თავი V
   მანქანა გაუჩერებლივ სწრაფად მიჯაყჯაყებდა დაღმართზე, ვილიამი ყველანაირად ცდილობდა დაემუხრუჭებინა და გაეჩერებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ხის ტოტები "შევროლეს"  ეხეთქებოდა და ფხაჭნიდა, მესმოდა ვილიამის შეძახილები, თავი მიკანკალებდა განუწყვეტელი ხტუნვისაგან, გამეხარდა, როცა დავინახე, რომ დაღმართი მთავრდებოდა და, ჩემი ვარაუდით, მანქანა  სადმე სწორ ადგილას უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ უეცრად შევნიშნე წინ აღმართული მრავალსაუკონოვანი ხე, მხოლოდ  სასწაული გადაგვარჩენდა, მანქანა მთელი სიჩქარით მიჰქროდა ხესთან შესახვედრად და ჩვენს დასაღუპავად, დაღმართს გამოვცდით,  ხეს უკვე რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა, ის სულ ახლოს და ახლოს  მოჩანდა, მაგრად ჩავეჭიდე სავარძელს, თვალები დავხუჭე, მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, გაოცებულმა თვალები სწრაფად გავახილე, მანქანის წინ აღმართულიყო ვიღაცა უცნობი ძაღლთან ერთად, მუქ მწვანე პალტოში, რომელსაც კაშნი ჰქონდა შემოხვეული ცხვირ-პირზე, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, ქუდი ისე ეფარა, რომ მისი სახე სულ მთლად ჩრდილს მოეცვა, უცნობის სახის გარჩევა შეუძლებელი იყო, ნუთუ ამ კაცმა შეაჩერა მანქანა?!- დავუსვი ჩემს თავს კითხვა. ვილიამს თვალები გაფართოვებოდა, გიჟის გამოხედვით შესცქეროდა უცნობს, შემდეგ ეცა მუხრუჭს, რაღაცის წვალება დაიწყო,  აწია თავი, გაბრაზებული სახე ჰქონდა და მითხრა, რომ მანქანას მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, გავიფიქრე, რომ ვიღაცამ განგებ გააკეთა ეს, ჩემს მეგობარსაც იგივე აზრი დაებადა და განრისხდა, გააღო მანქანის კარები, თავის გრძელი ფეხი გადმოდგა და თვალი მოავლო არემარეს, ჩვენ ავღმოჩნდით ტყეში, რომელიც გარშემორტყმული იყო მრავალწლოვანი, მაღალი ხეებით, ვილმიამი მიუახლოვდა უცნობს, გაბრაზებული და ზედმეტად გაცხარებული ადამიანის მბრძანებლური ხმით ჰკითხა: - სერ, მე მოვითხოვ აგვიხსნათ, რა ადგილია ეს?!-
ძაღლმა საზარელი ყეფა მორთო, რომელიც პირდაპირ ტვინს მიხვრიტავდა, კაცმა ოდნავ ჩამოიწია კაშნი და ბოხი ხრინწიანი ხმით თქვა: - ეს დიდი და მისტიური ბნელი ტყეა, სერ, ძალიან საშიშია აქ ასეთ დროს ყოფნა, ნადირები გამოდიან! - მომეჩვენა, რომ მის თითქმის გაურჩეველ ბნელ სახეზე, ღიმილმა გაიელვა.
 - თუ აქაური ხართ,აგვიხსენით, ფეხით როგორ მივიდეთ ფრედ ედკინსონის სახლთან?! - უთხრა ვილიამმა, კაცმა თავისი უსიამოვნო ხმით მიგვასწავლა გზა. ცივმა ქარმა დაუბერა, მართლაც, როგორც ვილიამმა მითხრა, ძალიან ცივი ამინდი იყო, ქარის წუილს აჰყვა ხეების ფოთლების შრიალი, მთვარე გამოვიდა ცაზე, გამოჩნდა მთა, რომელზეც უზარმაზარი სასახლე იყო წამოჭიმული, მე და მისტერ ბლექი გავოგნდით, ვილიამმა ისევ მკაცრად იკითხა: - ვისია ეს სასახლე, მისტერ?
 - ეს დილან ჰარისონის და მისი მამის სახლია.
  განვცვიფრდით, ეს ხომ გარდაცვლილი მის სარას საქმროს სახლია?! მე და ვილიამი თვალისმოუშორებლად ვაკვირდებოდი შენობას,როდესაც შემოვბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ უცნობი კაცი უკვალოდ გამქრალიყო, ამან გაგვაოცა, ძალიან საეჭვო კაცი ჩანდა-გავიფიქრე. ფეხით მივაღწიეთ ედკინსონის დიდ სახლამდე, რომელსაც ულამაზესი არქიტექტურა ჰქონდა, შესანიშნავი ყვავილებიანი ეზო, ჩვენი მასპინძელი სულ  მარტო ცხოვრობდა, გაუკვირდა, როდესაც გამომძიებლები მასთან დაკითხვაზე მივიდნენ, ასე გვინ, თანაც უმანქანოდ, შინ შეგვიყვანა და ხარისხიანი კონიაკი დაგვალევინა, ოთახები სულ გაჭახჭახებული იყო, სასტუმრო ოთახის ერთ უზარმაზარ კუთხეში, სხვადასხვანაირი ძვირფასი დანები იყო გამოფენილი, ვილიამმა აჩვენა მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი დანა. ჩვენ შევიტყვეთ ის, რომ ეს დანა ფრედმა თავის მეგობარ ჟურნალისტ სარას აჩუქა, რადგან მას ის ძალიან მოეწონა, ხოლო მკვლელობის დღეს იგი ქალაქგარეთ, თავის დასთან წვეულებაზე იმყოფებოდა, ნათესავებთან ერთად, მისმა დამ და ნათესავებმა ტელეფონით ეს ფაქტი დაადასტურეს,ამგვარად, ფრედს  მტკიცე გაუტეხელი ალიბი აღმოაჩნდა, ის არ იყო მკვლელი, მხოლოდ კარგი მეგობარი იყო სარასი, რომელსაც იგი არასოდეს ავნებდა.
   ფეხით მივჩანჩალდით იმ ადგილამდე, სადაც მანქანა დავტოვეთ, ძალიან ბნელოდა. მთვარე ღრუბლებს დაეფარა. ღამის 10 საათი იქნებოდა,  ქარი ძვლებში ატანდა, ნისლი მატულბდა, ტყეში დაბრუნებისას გვესმოდა ისეთვე გაუგებარი ხმები, როგორიც მკვლელობის ადგილზე, წინა ღამით,  შემზარავი გრძნობა დამეუფლა, ჩავჯექთ "შევროლეში", ვილიამს უნდოდა ენახებინა ჩემთვის გაფუჭებული მუხრუჭი, რომელმაც ავარია გამოიწვია, მაგრამ სასწაულებრივ აღმოჩნდა, რომ იგი შეკეთებული იყო, ბლექმა გადაატრიალა გასაღები და მანქანის მოტორიც  აღმუვლდა, ის დაიქოქა, ამას ახსნა- განმარტება ვერ მოვუძებნეთ. მანქანით გავუყევით ჩაბნელებულ გრძელ გზას, შევნიშნეთ უზარმაზარი მისტიური  სასახლე და ვილიამმა წარმოთქვა უკვე სასიამოვნო და ჩვეული ამბიციურობით: - ხვალ ჩვენ ვესტუმრებით ჰარისონებს! - მის სიმპათიურ სახეზე ღიმილი დაიხატა...

No comments:

Post a Comment