. არასდროს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელსაც იქ ვგრძნობდი მეზობლებისა და ნათესავებისგან მეფერებოდნენ, ხელიდან ხელში გადავდიოდი. ყველას ჰქონდა გადანახული ჩემთვის ერთი კანფეტი.
სოფელში მდინარე ქვერუნა ჩამოდიოდა, მივდიოდით იქ ბავშვები, გავწვებოდით დიდ თეთრ ქვებზე, ვირუჯებოდით, მზე გვიღიმოდა და ჩვენც ვივსებოდით ენერგიით, რომელიც მერე მთელი წელი უნდა გვყოფნიდა. საღამოობით ციცინათელებით ივსებოდა იქაურობა.როგორ მომწონდა და მიყვარდა ეს მწერები!!! თავიდან მწერი არც მეგონა, რაღაც ზღაპრულ მოციმციმე ვარსკვლავებად უფრო მივიჩნევდი, მაგრამ ერთხელ დაიჭირეს და პატარა კოლოფში ჩასვეს, მანახეს რომ ერთი უსახური მწერი იყო, მაგრამ მის მიმართ სიყვარული მაინც არ გამქრობია.

ვანიჩკა ბაბუას (მამაჩემის მამინაცვალი იყო) თეთრი ცხენი ჰყავდა, ღვიძლი შვილიშვილივით ვუყვარდი.ხშირად შეაბავდა ცხენს "ტაჩკაში", როგორც ეძახხდნენ, და მასეირნებდა. ჩხარში მაშინ შაბათ-კვირას ბაზრობა იმართებოდა. მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ ქვევრები, დოქები, ძალიან მიყვარდა იქ სიარული. დაამწკრივებდნენ ჭინჭილებს, ბაბუა აუცილებლად მიყიდიდა ერთს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორი ამაყი ვბრუნდებოდი ბებიასთან დოქით ხელში! გზაში "წვრილ კამფეტებსაც" მოაყოლებდა, ასე ვეძახდი, ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი!
ძალიან მომწონდა წყაროზე სიარული, დღეში რამდენჯერმე მივდიოდი ბაბუას ნაყიდი დოქით ხელში, ჩამოვჯდებოდი კიბეებზე (წყაროსთან რომ მოხვედრილიყავი, კიბეები უნდა ჩაგევლო), ცივ წყალში გავიჭყუმპალავებდი ბეღურასავით და ნახევრად სველი ვბრუნდებოდი შინ. ტყეები, ყანები, მინდვრები, ყვავილები, წყაროები, აი, რაც მაკავშირებს ჩემს სოფელთან და ის დიდი სითბო, რითაც იმერლები გამოირჩევიან. თუმცა დიდი ხანია აღარაა ცოცხალი ბებია, ბაბუა, ის ციცინათელები დღესაც მინათებენ
ცხოვრების გზას და სითბოთი და სიყვარულით მავსებენ!
No comments:
Post a Comment