Monday, June 8, 2020
მუშა (სასაცილო ამბავი, მოგონებებიდან)
ბინაში კედლის ამოშენება გადავწყვიტე და მასალის საშოვნელად ელიავასკენ დავეშვი, გამოფენის ბაღის ქვემოთ, ჩემს სახლთან 500 მეტრში, 80 ცალი ტიხრის ბლოკის, 2 ტომარა ცემენტის და 10 ტომარა (პატარა) ქვიშის ატანაში მე-5 სართულზე ლიფტით არც აცია, არც აცხელა და მუშამ 100 ლარი მომთხოვა, არადა მასალა სულ 105 ლარი ჯდებოდა, როგორც დამიანგარიშეს, 2 ფეხის ნაბიჯზე მიტანაშიც მანქანამ 30 ლარს გიანგარიშებთო, მეძვირა მუშა და უფრო შორ მანძილზე წავედი მასალის საშოვნელად. ბევრი ვიარე თუ ცოტა, ღვთისნიერ ხალხს მივადექი, ქალბატონი ბრძანდებითო, ყველაფერი ნაკლებად მიანგარიშეს, მუშამ 50 ლარადაც ავიტან ყველაფერსო და მეორე დღეს დაბარებულები მომადგნენ კორპუსთან. მძღოლი გამოწკეპილ, კაი ჩაცმული უსტაბაშივით იდგა, ხელს არ ანძრევდა, გუშინ ქეიფში ვიყავი, პახმელიაზე ვარ და მეშინია ცუდად არ გავხდეო, მუშა ხანშიშესული კასპელი კაცი გამოდგა, ძლივს მოძრაობდა, ოფლს იწმენდდა წამდაუწუმ, ხვნეშოდა, შემეცოდა და გადავწყვიტე ბლოკის გადმოღებაში მოვხმარებოდი, ადრიანად დავიბარე ეს ხალხი, კორპუსის მაცხოვრებლებს სძინავთ ამ დროს და ლიფტს დიდხანს არ დავიკავებ-მეთქი, გადის დრო, მუშა ძლივს მოძრაობს, უჭირს ტვირთის ზიდვა, ხან ჩამოჯდება, პაპიროსს გააბოლებს, ხან მელაპარაკება სხვადასხვა თემაზე, ისვენებს წამდაუწუმ, მაწყდება ნერვები, კიდევ კარგი ჩემი ქმარი გამოჩნდა ამ დროს, რამე ხომ არ გიჭირსო, გულით ავადმყოფი და ნაინფაქტარია და არ მინდოდა ეზიდა ტვირთი, მუშაც ამიტომ ავიყვანე, მაგრამ რაღას ვიზამდით, შეგვეცოდა კაცი, ნახევარი ბლოკი და ქვიშა მე და ჩემმა ქმარმა ავზიდეთ, გაგვიკავდა წელი, ძლივსღა დავდიოდით საღამოს, ეგეც შენი იაფი მუშა, მაიკუნა, გავიფიქრე ჩემთვის, რომ არ მივხმარებოდით, საღამომდე ვერ მორჩებოდა საქმეს. გადავუხადე ფული, შვილიშვილების პატრონი იყო, ალალი იყოს მასზე, მაგრამ ახლაც მეცინება, ამის მერე მგონი მუშას აღარასოდეს ავიყვან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment