Saturday, June 6, 2020

ანგელოზი

ქართან ბრძოლებით ვიყავ დაღლილი,
ზეცას მივაპყარ თვალები გზნებით,
იქ დავინახე ცის ანგელოზი,
მხოლოდ იმასღა ესმოდა ჩემი.
- ერთ დროს შენსავით ვიყავ დაჭრილი,
ერთ დროს შენსავით შემაჭრეს ფრთები,
შენ დროც მოვა, - თქვა სიყვარულით
- ამოფრინდები ჩიტივით ზევით.

No comments:

Post a Comment