Wednesday, June 17, 2020

შენ, ჩემო გულო, მეწყერო!

შენ, ჩემო გულო, მეწყერო,
რომ ჩამოშლილხარ ნახევრად,
მთათა კალთაზე დაფენილს
მზეს ვუცქერ ხატად, სახებად,
ღამით ვარსკვლავი დამყურებს,
შენს თვალებს მიემსგავსება,
არც რა მსურს იმისი მეტი,
მთვარეს ვუცქერდე სავსესა.
ხელს მომხვევს თავის სხივებით,
თან არ დამაკლებს ალერსსა.
მიწად დაშლილი ეს გული
წელშიაც გაიმართება.
არ მომკლა, კიდევ მაცოცხლე,
იებს გავუზრდი ბალღებსა,
ლურჯად მოფენილ მინდორზე
ზღაპარიც შეინახება.





No comments:

Post a Comment