Thursday, June 11, 2020
"შოკოლიტისთვის" "სახალისო ანაბანას" წარდგინება
"სახალისო ანაბანა" მაია დიაკონიძემ პატარებს უძღვნა, იმათ, ვინც ქართული ანბანის საიდუმლოს უნდა ეზიაროს. ლექსების გარდა, ამ წიგნში არის გამოცანებიც, ზღაპრებიცა და პიესებიც. ავტორი ბავშვებისთვის დახვეწილი, საინტერესო, გასაგები ენით წერს და ცდილობს ისინი სიკეთის, სილამაზის, მეგობრობისა და თანადგომის მადლს აზიაროს. "სახალისო ანაბანას" პერსონაჟებიც ცელქი, ზოგჯერ კი თავნება პატარები არიან, მაგრამ კეთილგონიერებით გამოირჩევიან, ცდილობენ საკუთარი ნაკლის დაძლევას ("ჩემია და ჩემია", "ძროხა და გოგიტა", "წუნია სოფო"). ხშირად ბავშვების უპირველეს მასწავლებლებად შინაური და გარეული ცხოველები გვევლინებიან ("დათვი და წერო", "ზოზინ-ზოზინით", "სკოლა, მელია და დათვი"). გოგონების, ფიქრიას და თეონას ძმობილი ზღარბი ძალიან ჭკვიანია და მეგობრებიც ასეთივე ჰყავს, რომ მერე თავსატეხი არ გაუჩნდეს. სოფოს კი, რომელიც დედას გაკეთებულ საჭმელს უწუნებს, ციყვუნიებმა ასწავლეს, როგორ უნდა სცეს პატივი მშობელს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment