სულში ათასი ჭირი ტრიალებს და ზამთარს ყინვას ვემათხოვრები,
მსურს, გამიცივოს ეს ჩვილი გული, გახევდეს მორჩი ბოლო ნერვების,
ახდია თავი ჭას და ავსილა, საზამთრო ქარებს შემოაქვთ ჭუჭყი,
დაიწმინდება როდისღა წყალი? უკვდავებისას დადგამენ ჭურჭლით?
კარდბლანშს მაძლევენ თეთრწვერა მთები, - მოისვენეო, აღარ ჩანს გზები,
იქნება სადმე დაგიცდეს ფეხი, ხელმოსაჭიდიც გამხდარა ხმელი,
- გადაჰფარვია ცას შავი ბოლი, ნაფლეთებს ღრუბლის მართმევენ, თითქოს,
გამოიჭყიტავს მზეთამზე ბრძენი, - იმედს ნუ კარგავ, - ოპტიმიზს ითხოვს.
მეც მებრძოლივით გადვიყრი ნაღველს, როგორც დიდ ხორთუმს ისწორებს სპილო,
დაველოდები თეთრონ აპრილებს, რომ დაგვიტოვებს უამრავ ხვითოს,
ნაწამლი სულით გავეშურები, უპატრონო სახლს დავადგამ წალამს,
ლურჯ იალქნებად ცად ავიშლები, ჩავაწობ ზღვაში ფრთასა და კალამს.
No comments:
Post a Comment