მაიას თოვლი ძალიან უყვარდა, მთელი წელი მის მოსვლას ელოდებოდა. შემოდგომის ბოლოს ან დეკემბერში, ისიც მოვიდოდა და გადაიბარდნებოდა ირგვლივ მიდამო, ტყეები, ველები. სოფლიდან შორს წასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ ახლოებში ხშირად გაისეირნებდა ხოლმე. მართალია, ტყისმცველის შვილი იყო, მაგრამ სკოლაში წასვლის დრო რომ დაუდგა, ოჯახი სოფელში გადმოსახლდა, ტყიდან ბავშვი სკოლაში როგორ ივლისო, შენიშნა დედამ და ეს ამბავიც უცებ გადაწყდა. ენატრებოდა მაიას ტყე, შორიდან შესცქეროდა, ჩხიკვი მახარაც ენატრებოდა და თაგვი ნიგოზაც, თავისი ძველი მეგობრები, ძაღლი ბახულაც იქ დარჩა, მამა ხშირად ისევ ტყისმცველის სახლში რჩებოდა, იქ ათენებდა ღამეს. გაეშურა ტყისკენ, რა ეგონა, ასე მალე თუ შემოაღამდებოდა, აღარ გაახსენდა, რომ დეკემბერში ღამეები ყველაზე გრძელია, დღეები კი - მოკლე. მიდის გოგონა, თოვლში მიაბიჯებს, ამ დროს მგლის ყმუილი შემოესმა, ნაბიჯს აუჩქარა, შეშინდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ნერვიულობა რას მარგებსო, თავის მეგობრებს დაუძახა - მახარა, მახარა, ბახულა! - დიდი ხნის ჩაძინებულ ჩხიკვს ძახილზე გამოეღვიძა, მეგობრის დასახმარებლად გაფრინდა, თან მეგობარი ჩხიკვებიც გაიყოლია, ისინიც გააღვიძა, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდებაო, აწიოკდა ტყე, ნელ-ნელა სხვა ჩიტებმა გაიღვიძეს, ფუღუროებიდან ციყვები გამოვიდნენ, რა ხდებაო, იძახდნენ და თვალებს იფშვნეტდნენ, - გოგო მაია მოდის ტყეში ჩვენს სანახავად და გზაში შემოაღამდა, შველა სჭირდებაო, - ყრანტალებდნენ ყვავები, ყველას გასაკვირად, თურმე იმათაც ჰქონებიათ გული და მათაც ყვარებიათ გოგო მაია, ირმებიც დაფრთხნენ, ვაითუ მგელმა შეჭამოს გოგონა, ყველა ერთად წავიდეთ, მივეშველოთო. ძაღლი ბახულა რის ბახულა იქნებოდა, აწიოკებული ტყე რომ არ დაემშვიდებინა, - მე მომანდეთ ეგ საქმე, ნუ გეშინიათ, მაიას მთელსა და ჯანმრთელს მოგიყვანთო. ხეებიც შეიშმუშნენ, მაგრამ ძაღლის სიტყვებმა ისინიც დაამშვიდა. ბახულამ მგელს გასძახა, - გოგო მაია მოდის ტყეში და არ შეაშინოო, - ერთმანეთის მტრები კი იყვნენ მგელი და ძაღლი, მაგრამ გოგო მაია მგელსაც უყვარდა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყო, თანაც ტყის ქომაგი და დამცველი. - რას ამბობ, მეგობარო, - გასძახა ძაღლს, - პატარა გოგონას როგორ შევჭამ, "მაუგლი" არ წაგიკითხავს, მგლებმა გაზარდეს ტყეში დარჩენილი პატარა ბიჭიო, - ცოტა კი შერცხვა ბახულას, მგელს ეს რა ვაკადრეო, მაგრამ თავი დაიმშვიდა, სხვა დროს გადავუხდი პატივისცემასო და გოგონასკენ გაიქცა.
მიდის გოგო მაია ტყისკენ, ფეხები თოვლში ეფლობა, ძლივს მიიკვლევს გზას. უცებ ჩხიკვები გამოფრინდნენ ტყიდან დიდი აურზაურითა და ჩხავილით, ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკს, ბოლოს მახარამ ყველა გააჩუმა და გოგონას მხარზე შეასკუპდა, _ წამოდი, გენაცვალე, სახლისკენ მე გასწავლი გზასო, - ყურში ჩასჩურჩულა. გახარებულმა მაიამ ხელი გადაუსვა ჩიტს და ნიკარტზე აკოცა, ხედავს, აგერ ბახულა გამოვიდა ტყიდან, იმას ირმებიც მოჰყვნენ, გახარებული ციყვები ნაძვებზე ადი-ჩამდიოდნენ, არაფერი დაშავებია ჩვენს გოგოსო, ის კი არა და მგელიც, შორიდან უთვალთვალებდა ამ აურზაურს, უხაროდა სიყვარულის ზეიმი, ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, თუმცა ეს წუთიერი სისუსტე იყო, უცებ ცას შეჰყმუვლა, აბა, თავის ზნეს როგორ მოიშლიდა?! ცოტა კი შეშინდნენ ფრინველები და ცხოველები, მაგრამ ძაღლმა დაამშვიდა, სიხარულისგან ყმუისო. ასე დამთავრდა გოგო მაიას ტყეში სტუმრობის ამბავი. თაგვმა ნიგოზამ ჩხარაჩხური აუყენა კაკლებს, ისეთი ცეკვა-თამაში გააჩაღა სხვენზე, გოგონა რომ სახლში მივიდა. მამაც მალე მოვიდა სამსახურიდან, სხვა ქალაქში წასულიყო საქმეებზე, საყვედური კი უთხრა შვილს, მაგრამ საღსალამათი რომ დაინახა, ძალიან აღარ გაბრაზებულა. გარეთ გავიდა და ტყეს გასძახა, - მადლობა, ჩემო მეგობრებოო! - ტყესაც სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა და მორცხვად დახარა თავი.

2.01.2019 წელი
2.01.2019 წელი
No comments:
Post a Comment