- საცაა გათენდება და ჩვენ თვალი ვერ მოვხუჭეთ, - დარდით წარმოთქვა მეორე სტუმარმა, - ღმერთო, რა ცხოვრება დაგვიდგა?! ნანუკა, შვილო, ცოტა წაუძინე, მგზავრობა გაგიჭირდება ბავშვებით! - მიმართა პირველ სტუმარს. - რა გააწყალე გული, შე, ქალო, - გაცხარდა ოჯახის დიასახლისი, - ბავშვები ვის არ ჰყოლია, უარესი ცხოვრება გამოგვივლია და ასე არავინ გვიფრთხილდებოდა, ჩაიში ვიყავი მთელი დღე და უპატრონოდ მყავდა დაყრილი ბავშვები, ერთხელ მახსოვს, ღორმა ლამის შემიჭამა ბაღანა. ჩვენს ღორს გოჭი გაქცევია, ამას დაუჭერია და დედასთან მიჰყავდა, სხვა ღორს თავისი ჰგონებია, გამოკიდებია, შიშისგან ბავშვს გოჭისთვის ხელი გაუშვია, იმ დედა ღორსაც დაუნებებია თავი, თორემ რა იქნებოდა, კაცმა არ იცის, ძლივს მივუსწარი. - უჰ, უჰ, - თავი გადაიქნია მეორე სტუმარმა, რომელსაც თვალებში ბრაზის ნაპერწკალი აუკიაფდა. - წვიმაში და ღვარცოფში მაინც არავის გაუშვიხარ ავტობუსით სამგზავროდ, ბავშვებს რომ რამე მოუვიდეთ, რას შვრები მერე? - წარმოთქვა გაბრაზებულმა. - ღვთის შეწევნით არაფერი მოუვათ, დაწყნარდი! - მკაცრად დაიძახა ოჯახის დიასახლისმა.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ხმას არ იღებდა, ოჯახის დიასახლისის ვაჟი იყი, ბრმა, ჩამომჯდარიყო საწოლის კუთხეში, თვალები გაშტერებოდა. წვიმის წვეთების წკაპუნი სულს ულევდა, რცხვენოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რომ სახლის სახურავი ვერ შეაკეთა, რომ ბავშვებს ვერ წაიყვანს და ოჯახს ვერ ჩააბარებს, რომ საკამათოა, ბავშვების დარჩენა-წასვლის ამბავი, მისი ნება რომ იყოს, აქ დაიტოვებდა, პატარა ბიჭები ხომ სიცოცხლეს უხალისებენ, წავლენ და მერე რა უნდა აკეთოს? წვიმა კი არ ცხრებოდა, უხვად იძლეოდა წყალს, რომელმაც ერთი სოფლის ერთსაუკუნოვან სახლში ასეთი ვნებათაღელა გამოიწვია.

No comments:
Post a Comment