შემოდგომას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ყველა სხვადასხვა ხასიათისა და ზნისა იყო. გაისეირნებდნენ ხოლმე ბაღში ქალიშვილები, მაგრამ იქიდან ყოველთვის ერთმანეთზე გაბრაზებულები ბრუნდებოდნენ. მივიდოდა სექტემბერი დედასთან და შესჩივლებდა, დები დამცინიან, ასე შილიფად რატომ გაცვია, ეს ყვავილებიანი კაბა რაღად გინდა, ხომ არ გავიწყდება, შემოდგომის შვილები რომ ვართ, ცოტა მეტი ჩაიცვი, თორემ რომ გიყურებთ, გვცივაო! მაგრამ სექტემბერს ვინ რას გააგებინებდა? ის ხომ გოგო-ბიჭების საყვარელი თვეა! სწავლა იწყებაო და აბა, ბავშვებს ყვავილები ხომ სჭირდებათ, მასწავლებლებს მიართვან და გული გაუხარონო, ამიტომ ცდილობდა, ყვავილები არ გამოლეულიყო ბაღებში, სადაც თავს იწონებდნენ ნაირფერი ასტრები. შეიძლება არ იცით და ბერძნულად მათი სახელი ვარსკვლავს ნიშნავს და როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ისინი ვარსკვლავიდან გადმოყრილი მტვრისგან შეიქმნა. სექტემბერში ბაღებში ასევე გამოულევლადაა ქრიზანთემები! მოგწონთ, ალბათ, გეორგინებიც! მათ დალიასაც ეძახიან, ბუთხუზა და არაბუთხუზა ყვავილებით. უხაროდა სექტემბერს ბავშვების სკოლაში გაცილება, შეუმჩნევლად ეფერებოდა მათ თავზე, გოგონებს პატარა ნაწნავებს აუპრეხდა, ვინც ნაწნავებს ატარებს, სხვებს - შუბლზე გადმოყრილ თმებს გაუსწორებდა, ბიჭებს კი აუცილებლად მოუტყაპუნებდა მხარზე, ჭკვიანი და დიდი ბიჭი გაიზარდეო.
ოქტომბერს მხრებზე ჟაკეტის შემოსხმა უყვარდა, ფეხებზეც თბილად ეცვა, ცხიკინი არ დავიწყოო. ბებიას მოქსოვილ წინდებს აჩვენებდა დებს, შემომხედეთ, რა ჭრელი წინდები მაქვს, ქვეყნის ყველა ფერი შიგნით არისო, ყვითელი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ა. შ. მათი ბებია კი, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადი იყო, იცოდა თავისი შვილიშვილებისთვის რა ტანსაცმელი მოექსოვა და შეეკერა, მას ხომ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა. მარტს ენძელებით და იებით მოჩითული საბანი შეუკერა, ივლისს - ყვითელი, აი, მოწეული ყანის ფერი, მას ხომ ხალხი მკათათვეს ეძახის! სხვა დანარჩენი თვეებიც უსათუოდ გეცოდინებათ! უყვარდა ოქტომბერს მოსავლის აღება, კალათების წაღებაში ეშველებოდა იმ პატარებს, რომლებიც უფროსებს ეხმარებოდნენ ხილის კრეფაში, მიაწვებოდა ზურგიდან, კალათასაც მიაშველებდა ხელს და მირბოდა პატარა, არც კალათა ამძიმებდა და არც სიარული უჭირდა. - რა ყოჩაღიაო, - იძახოდნენ მისი შემხედვარე ბებიები და პაპები. ნოემბერი დებს შორის ყველაზე ბრაზიანი და ჭირვეული იყო, შავი ღრუბელივით მოიქუფრებოდა, არაფრით იყო კმაყოფილი, განსაკუთრებით იმაზე ბრაზობდა, რომ პატარებს ვერაფრით ახარებდა. ჩაწვებოდა ჰამაკში, სახლის ეზოში რომ ეკიდა და ატრიალებდა თავის ნებაზე ქარსაც, ღრუბლებსაც, ამინდსაც.
ნოემბრის ერთ დილას ბიჭი კაკალა და ძაღლი მურა ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წავიდნენ. მამას ცოტათი მაინც მივეხმარებიო და კარგა დიდი კონებიც შეკრა, ზურგზე მოიკიდა და სოფლისკენ თავქვე დაეშვა. მურა ხან წინ გარბოდა, ხან უკან ჩამორჩებოდა, ემანდ ვიმემ ჩემი მეგობარი არ შეაშინოსო. მოულოდნელად კაკალას წინ რამოდენიმე ბიჭი აღიმართა, დიდი თვალებით და უცნაური გამომეტყველებით, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, - ეს ფიჩხი აქ დატოვე, ჩვენიაო, - უთხრეს. გაუკვირდა კაკალას, ესენი ვინღა არიანო, ტვირთი ზურგიდან მოიხსნა, ძირს დადო და საჩხუბრად მოემზადა. აყეფდა მურა, გაიქცა მომხდურთაკენ, კბილი უნდა ეტაცა ერთ-ერთის ტანსაცმელისათვის, მაგრამ ის ისე ოსტატურად დაუძვრა, ძაღლსაც გაუკვირდა, ეს ადამიანია თუ სხვა სულიერიო. ყეფის ხმაზე ტყეში მოსიარულე ნოემბერი მივიდა მოჩხუბრებთან. რას ხედავს, რამდენიმე ჭინკა კაკალას ეომება, წაეხმარა ბიჭს. მაშველად ქარი მოიხმო, იმან დაუბერა, დაუბერა, ჭინკები სულ აქეთ-იქით მიყარმოყარა, მერე მოკრიფა და მდინარეში მოისროლა. გაახსენდა ნოემბერს, რომ ჭინკობისთვეს ხალხში ტყუილად როდი ეძახიან! ამ თვეში ამოიყრებოდნენ ხოლმე ჭინკები მიწიდან, მაგრამ დედა შემოდგომა მათ მდინარეში მოისროდა, რომ არავისთვის არაფერი დაეშავებინათ. ნოემბერი ხომ მაშინ ძალიან პატარა იყო, ახლა კი ამ საქმეს თვითონაც კარგად გაუმკლავდებოდა! კაკალას ფეხი სტკენოდა, ბიჭუნა ბორცვზე ჩამოჯდა, გზის გაგრძელება არ შეეძლო. მარტო დაეშვა ძაღლი სოფლისკენ, მანამდე კი, სანამ მურა მაშველს მოიყვანდა, ნოემბერმა უშიშარ ბიჭს შემოდგომის ხმელი ფოთლები მიაფარა, არ შესცივდესო, თან დარაჯობდა, სიბნელეში არავინ შეაშინოსო. მალე მურამ ტყეში კაკალას მამა ამოიყვანა და ბიჭი სახლში წაიყვანეს. გაიცინა ნოემბერმა, რამდენიმე დღე ამის მერე კარგ ხასიათზე იყო, კაკალა გადავარჩინეო. მას მერე თავისი მისიაც გააცნობიერა: გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ტყეში დაკარგულებს გზა ასწავლოს, გაცივებული გაათბოს, შეშინებული დაამშვიდოს, ჭინკებთან და ავსულებთან მებრძოლებს მხარში ამოუდგეს, ჭინკები კი წყალში მოისროლოს, სანამ მომავალ წელს ისევ არ ამოვლენ მიწიდან, რათა არ დაავიწყდეთ ადამიანებს, - ბოროტებაც არსებობს. ამიტომ, თუ ნოემბერში კარგი ამინდი გამოვიდა, ესე იგი იცოდეთ, ნოემბერი რომელიმე გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა და კარგ გუნებაზეა.

11/2/18 10:48 PM
No comments:
Post a Comment