შენ, საქართველოს იარავ,
ჭრილობავ, დღემდე გახსნილო,
ათასმა მტერმა გიარა,
მაინც პურობ და ყვავილობ.
ნაბადი მინდა მოგაცვა,
შემოგიკეცო საბანი,
ტკივილებს, ცამდე ასულებს,
როგორც ქრისტეს ჯვარს, მალავდი.
გგლიჯეს, მარწუხებს ვერ ასცდი,
ხელი გაგიკრეს აკვანში,
თავზე ხან ჩალმა დაგხურეს,
ხან მოგაზომეს ფაფახი,
გაგყარეს დები და ძმები,
უპენი ამოგილურჯეს,
ზოგი ტრამალში დატოვეს,
ზოგიც შეზრდია დიუნებს.
ალმასივით რომ გიჭრიდა
მზერა, გონებამჭვრეტელი,
კრიალოსანი შეგჩარეს,
წაგართვეს ეგ საჭრეთელი.
კლდეში ნაკვეთი ქალაქი,
კლდეში ნაკვეთი ქალაქი,
ცამდე ნიჭმა რომ აზიდა,
ცრემლებად დანაწურია
მზეზე ნაფერი ვაზიდან.
აკვანო საქართველოის,
ღვთივკურთხეულო ოდითგან,
ღვთივკურთხეულო ოდითგან,
დიაოხი თუ კოლხი ხარ
ისართა დიდი კონიდან.
თქვენი მარჯვენის ჭირიმე,
მესხო კაცო და ქალაო,
სამშობლოს მოყვარულო და
სიტყვით და საქმით ალალო.
კვლავ გაგეზარდოთ მოყმენი
მკლავით ლომ-ვეფხვთან შებმულნი,
ქალები, როგორც ასმათი, -
ნესტან-დარეჯნის ერთგულნი.
მესხეთო, მიწავ, მშობელო,
სიყვარულის ვკრავ არტახებს, -
ვერვინ წამართვას ხელიდან
შენი მზე, ბრწყინავს ალმასებრ.
გულგასენილი ავსული
გულგასენილი ავსული
რადგან ისევე ავსულობს,
ღვთიშობლის ლოცვა გფარავდეს,
პირმშვენიერო ასულო.
ღვთიშობლის ლოცვა გფარავდეს,
პირმშვენიერო ასულო.
მაია დიაკონიძე
10.10.2017 წელი
No comments:
Post a Comment