გადავლახე ბილიკი
თამაშით და ქილიკით,
წინ შემომხვდა გოეთე
მითხრა: - ჰგავხარ პრომეთეს,
ხალხს შენ აღარ სჭირდები,
ნუღარ გჯერა მითების,
ზევით კარს არ გიღებენ,
ვერ დათესე სიკეთე,
კლდეზე მიეჯაჭვები
სტაქნებით და ვალებით,
გიტრიალებს ყორანი,
გამოგიღოს სტომაქი,
ორი ქვეყნის საზღვარზე
მუდამ დაეხეტები,
ფანტაზიით ცხოვრობ და
უსახელოდ ბერდები.
Tuesday, September 27, 2016
Thursday, September 22, 2016
დეკა
არ ვჩვეულვარ გულის ფხანას,
შრომით გავდგი კლდეში ფესვი,
არა ვგავარ დედოფალას,
მხრებზე დამდის ტალღა თერგის.
თავს ვევლები ქვას და რკინას,
არწივებთან ვიყოფ ბინას,
დეკა მქვია, ვარ მთის შვილი,
ღმერთმა მომცა ჯანი, ძირი.
ცხოვრება თურმე დიდი ვალია
ცხოვრება კაცის, თურმე, ვალია
და გვიან ხვდება ამას ძალიან,
ახალგაზრდა თუ ღელვამ არწია,
დამბაჩის ლულაც მიტომ ასწია.
და გვიან ხვდება ამას ძალიან,
ახალგაზრდა თუ ღელვამ არწია,
დამბაჩის ლულაც მიტომ ასწია.
Wednesday, September 21, 2016
დედის სიმღერა (საბავშვო)
ავიჩონჩხლე ქარვის მძივი ,
მზით ნაფერი მარცვლების,
აკიდოებს გავაჯიბრე,
იჯრა-იჯრად ატეხილს.
ჭანჭურს მივეც პირველობა,
დავიკიდე საყურედ,
ფერიცა და ფორმაც მომწონს,
ტოლს არ უდებს ალუბლებს.
ქლიავმა კი ხილმა შავმა,
ვერ აჯობა ფერადებს,
თუმცა მეტად გაუმართლა,
ბავშვებს ხონჩით მივართმევ,
დავამატებ კომშს და ატამს,
სასარგებლო ხილია,
კბილებს გაუსვ-გამოუსმევს
თამუნა და ილია.
ბროწეული ლაღობს ხეზე,
ჯერ არ დაუკრეფიათ,
მსხალი თურმე ტოტებიდან
ჩამოცალა ღვინიამ.
ბებომ მოსცხო დიდი ჯოხი,
-ბავშვებს რაღა ვაჭამო?
- ჩვენმა ძროხამ ცას შეზმუვლა,
- ზევით დარჩა, გაამოთ!
- ჩურჩხელები წყება-წყებად
ცეცხლის პირას კიდია,
იმას მაინც ვეღარ შეჭამს
გატიკნული ღვინია,
ყარაულად დავუყენეთ
ჩვენი ეზოს დარაჯი,
მასთან ახლოს ვერ გაივლის
ვერც კატა, ვერც ალქაჯი.
შემოდგომა შემობრძანდა
გოგოებო, ბიჭებო,
ყველა დედას უნდა თქვენთვის
ბარაქისა იმღეროს.
მზით ნაფერი მარცვლების,
აკიდოებს გავაჯიბრე,
იჯრა-იჯრად ატეხილს.
ჭანჭურს მივეც პირველობა,
დავიკიდე საყურედ,
ფერიცა და ფორმაც მომწონს,
ტოლს არ უდებს ალუბლებს.
ქლიავმა კი ხილმა შავმა,
ვერ აჯობა ფერადებს,
თუმცა მეტად გაუმართლა,
ბავშვებს ხონჩით მივართმევ,
დავამატებ კომშს და ატამს,
სასარგებლო ხილია,
კბილებს გაუსვ-გამოუსმევს
თამუნა და ილია.
ბროწეული ლაღობს ხეზე,
ჯერ არ დაუკრეფიათ,
მსხალი თურმე ტოტებიდან
ჩამოცალა ღვინიამ.
ბებომ მოსცხო დიდი ჯოხი,
-ბავშვებს რაღა ვაჭამო?
- ჩვენმა ძროხამ ცას შეზმუვლა,
- ზევით დარჩა, გაამოთ!
- ჩურჩხელები წყება-წყებად
ცეცხლის პირას კიდია,
იმას მაინც ვეღარ შეჭამს
გატიკნული ღვინია,
ყარაულად დავუყენეთ
ჩვენი ეზოს დარაჯი,
მასთან ახლოს ვერ გაივლის
ვერც კატა, ვერც ალქაჯი.
შემოდგომა შემობრძანდა
გოგოებო, ბიჭებო,
ყველა დედას უნდა თქვენთვის
ბარაქისა იმღეროს.
Tuesday, September 20, 2016
ნუ გამცვლი, ჩემო, სხვაზედა
მე შენში ისევ გავთენდი,
ამოსული ვარ მზესავით,
გულ-ღვიძლი აგიყოილე, -
პურის თავთავში რონინებ,
აღმოსავლეთით დარია,
დასავლთს ქარი ბოგინებს,
ნუ გამცვლი, ჩემო, სხვაზედა,
დავწყვეტ ჩვენს შორის ბოგირებს.
ამოსული ვარ მზესავით,
გულ-ღვიძლი აგიყოილე, -
პურის თავთავში რონინებ,
აღმოსავლეთით დარია,
დასავლთს ქარი ბოგინებს,
ნუ გამცვლი, ჩემო, სხვაზედა,
დავწყვეტ ჩვენს შორის ბოგირებს.
ყვავილი ხარ მაინც (სახუმარო)
გაყინულა ვარდი,
მომემატა დარდი,
- ხედავ, მისი ხვედრი,
შენ არ შეგხვდა, - ყვედრით
მეუბნება ერთი,
ჯერ კიდევ გაქვს სუნი,
არც სიცივეს უფრთხი,
არც ტანად ხარ გონჯი,
გულის კარებს პორჭყნი,
ყვავილი ხარ მაინც,
თუმც არ ჰგავხარ მაისს.
მომემატა დარდი,
- ხედავ, მისი ხვედრი,
შენ არ შეგხვდა, - ყვედრით
მეუბნება ერთი,
ჯერ კიდევ გაქვს სუნი,
არც სიცივეს უფრთხი,
არც ტანად ხარ გონჯი,
გულის კარებს პორჭყნი,
ყვავილი ხარ მაინც,
თუმც არ ჰგავხარ მაისს.
სიკეთე
სხვებისგან ველით სიკეთეს,
თვითონ ნაკლებად ვიმეტებთ,
გვსურს ბევრი მოგვცეს სამყარომ,
დილა ყოველი გვახაროს,
დოლარი გვქონდეს დასტებად,
მეგობრები კი - მასტებად.
ხელში ჭიქით და სიტყვებით
გვინდა მოვიხსნათ კირთები,
მაგრამ არც ისე ადვილად
იხსნება თურმე კარტები,
თუ გინდა შეგხვდეს გრაალი,
არ უნდა გყავდეს ბადალი,
ყოველ დილას და საღამოს
მაღლა ღმერთს უნდა აამო,
უნდა ბრწყინავდე სიკეთით,
გმადლობდეს მთელი სამყარო.
,
თვითონ ნაკლებად ვიმეტებთ,
გვსურს ბევრი მოგვცეს სამყარომ,
დილა ყოველი გვახაროს,
დოლარი გვქონდეს დასტებად,
მეგობრები კი - მასტებად.
ხელში ჭიქით და სიტყვებით
გვინდა მოვიხსნათ კირთები,
მაგრამ არც ისე ადვილად
იხსნება თურმე კარტები,
თუ გინდა შეგხვდეს გრაალი,
არ უნდა გყავდეს ბადალი,
ყოველ დილას და საღამოს
მაღლა ღმერთს უნდა აამო,
უნდა ბრწყინავდე სიკეთით,
გმადლობდეს მთელი სამყარო.
,
Sunday, September 18, 2016
შვილის ღიმილი
შვილის ღიმილი ყველაფერია,
გულზე მალამოდ, სალბად გედება,
თუ კი უფალმა შვილი გაჩუქა,
სულის ნაწილი არ დაბერდება.
Friday, September 16, 2016
სისხლი
მე მიყვარს ცეკვა,
ვის არ უყვარს ის,
ვცეკვავ ყოველთვის,
როცა რაღაცა მიხარია,
ან როცა მწყინს,
იმ დღესაც სადარბაზოს
ვესტიბიულში გავმართე როკვა,
ვტრიალებდი და ვტრიალებდი,
როგორც პეპელა,
ან როგორც ბუზი,
ეშაფოტის წინ,
ფეხი დამისხლტა
რაღაც ნაგავზე,
რომელიც ალბათ
რომელიმე მეზობელმა
დააგდო ცხვირწინ,
და შევეწირე მე სხვის
უყურადღებობას და
გულგრილობას,
სისხლი დაედინა
რკინის რიკულებს,
იქვე მდგარ ფიკუსებს,
ხანდახან მცენარეებიც
საზრდოობენ სისხლით,
მარად მდუმარენი,
განა ყაყაჩო ადამიანის სისხლზე
არ იზრდება, ჩვენი მამა-პაპის
დაღვრილზე?!
ვინ იცის, იქნებ ისინიც,
ზოგჯერ, სხვათა გულგრილობას
ეწირებოდნენ!
ვის არ უყვარს ის,
ვცეკვავ ყოველთვის,
როცა რაღაცა მიხარია,
ან როცა მწყინს,
იმ დღესაც სადარბაზოს
ვესტიბიულში გავმართე როკვა,
ვტრიალებდი და ვტრიალებდი,
როგორც პეპელა,
ან როგორც ბუზი,
ეშაფოტის წინ,
ფეხი დამისხლტა
რაღაც ნაგავზე,
რომელიც ალბათ
რომელიმე მეზობელმა
დააგდო ცხვირწინ,
და შევეწირე მე სხვის
უყურადღებობას და
გულგრილობას,
სისხლი დაედინა
რკინის რიკულებს,
იქვე მდგარ ფიკუსებს,
ხანდახან მცენარეებიც
საზრდოობენ სისხლით,
მარად მდუმარენი,
განა ყაყაჩო ადამიანის სისხლზე
არ იზრდება, ჩვენი მამა-პაპის
დაღვრილზე?!
ვინ იცის, იქნებ ისინიც,
ზოგჯერ, სხვათა გულგრილობას
ეწირებოდნენ!
Thursday, September 15, 2016
მუდამ მეხსომება!
ბებოს ხელისგულში ჩამჭკნარ საუკუნეს
ვემშვიდობები და კუბოს თავთან ვფიცავ,
მუდამ მეხსომება მამა-პაპის კუთხე,
ჩვენი აფხაზეთი, საქართველოს მიწა...
ფერად ნაფერები, სულში ნაწვეთები,
ლანდთა ადევნებით, გულში ნასხლეტებით,
მინა დაორთქლილი, შეშა ახორხლილი,
ლილით ნათეთრები, ინით დათოვლილი.
სულის ამოსვლამდე თვალში ჩახატული,
სევდის ორეული, სისხლში არეული,
თოვლში ამოჭრილი წითელი ფერები,
- თან წაიტანე, ბებო, გეფერები!
დიდება, თქვენ, დიდო მამანო!
დაკიდულებს,
ცასა და ქვეყანას შუა,
სულით მფრინავებს,
ოცნებით მცხოვრებთ,
გულნატკენებს,
ამ ცხოვრების რეალობით
და მაინც მსუბუქთ,
ფრინველის ბუმბულივით,
გიძღვნით ჩემს ლექსს,
როგორც სიმბოლოს
თქვენდამი აღტაცების,
გამოუთქმელი გრძნობის,
რომელიც მაწვალებს და
სულიდან წყაროსავით
მოედინება.
მოედინება.
დიდება, თქვენ,
ჩვენო, დიდო მამანო,
ცად ასატანნო
და ცაში ასულნო,
დიდება თქვენ!
პოლიეთილენის პარკში ჩაწოლილებს
პოლიეთილენის პარკში ჩაწოლილებს,
მკვდრებსა და ცოცხლებს,
ზოგჯერ გაგუდულთ,
ზოგჯერ მოკლულებს და
იქ მოთავსებულებს,
სანაგვეზე გადაყრილთ,
მორგში დაწყობილთ,
წყება-წყებად და ცალ-ცალკე,
გიხაროდეთ, რომ ასეთი მასალა
მოიფიქრა ადამიანმა,
ვერავინ გაიგებს თქვენ ვნებებს
და გრძნობებს, ვერავინ დაინახავს
თქვენს სახეებს, ცოცხლებს კი,
გახდომისთვის თავის გამწირავთ,
გირჩევთ, - თბილისის ქუჩებში ისეირნეთ,
უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანთ.
მკვდრებსა და ცოცხლებს,
ზოგჯერ გაგუდულთ,
ზოგჯერ მოკლულებს და
იქ მოთავსებულებს,
სანაგვეზე გადაყრილთ,
მორგში დაწყობილთ,
წყება-წყებად და ცალ-ცალკე,
გიხაროდეთ, რომ ასეთი მასალა
მოიფიქრა ადამიანმა,
ვერავინ გაიგებს თქვენ ვნებებს
და გრძნობებს, ვერავინ დაინახავს
თქვენს სახეებს, ცოცხლებს კი,
გახდომისთვის თავის გამწირავთ,
გირჩევთ, - თბილისის ქუჩებში ისეირნეთ,
უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანთ.
Wednesday, September 14, 2016
მუზა (სახუმარო)
მუზა არის ღვთაებრივი, ასე ითქმის ოდითგან,
მოვა, შეგწვავას, შეგახურებს, არ მიგიშვებს ლოგინთან,
თუმცა წერო რა საგანზე, არვის დაუდგენია,
თუნდაც კამის თესლი იყოს, თუნდაც თივის ღერია.
- თუ კი მოგგვრის შენ სიხარულს და ვიღაცას სიამეს,
წერე, მაშინ ნუ შეკრთები, თუ იტყვიან სიავეს,
- ზოგის მუზა ვირი არის, ზოგის - კბილის საჩხრეკი,
ზოგისათვის - ჩრდილოეთი, ზოგისათვის - სამხრეთი.
ზოგისათვის - ჩრდილოეთი, ზოგისათვის - სამხრეთი.
ზოგჯერ ასეც გვიტარებენ პოეზიის გაკვეთილს!
საბჭოეთის საუფლოში ალბათ მზრდიდნენ მონები,
ზოგის წერის მანერაა ჩემთვის გაუგონები,
მაგრამ ახლა ყველას აქვს სიტყვის, წერის უფლება,
ამიტომაც არ ვიფუჭებ მათი კითხვით გუნებას.
საბჭოეთის საუფლოში ალბათ მზრდიდნენ მონები,
ზოგის წერის მანერაა ჩემთვის გაუგონები,
მაგრამ ახლა ყველას აქვს სიტყვის, წერის უფლება,
ამიტომაც არ ვიფუჭებ მათი კითხვით გუნებას.
Tuesday, September 13, 2016
პოლიტიკოსებს!
არჩევნების წინა კვირებს
ითვლის ჩვენი ქვეყანა,
ან თავს ასე რად იწუხებთ,
ან ჩვენ ტვინს რად გვინაყავთ?!
უკვე მივხვდით, რომ საჩვენოდ
არ მუშაობთ არავინ,
ბაგამებზე დაისვენებთ,
ტუჩში ისხამთ პარაფინს.
გზა-კვალი გვაქვს არეული,
რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ,
თურქეთშიც კი მონად ყოფნით,
შვილებს ცოცხლად დავარჩენთ.
აფთიაქი და ბანკები
გვხვდება ყოველ ნაბიჯზე,
კრედიტებით სულგამძვრალებს
ეგ წამლები მოგვარჩენს?1
აღარ დარჩა გასაყიდი
საბჭოთის ქონება,
ახრამუნებს ჩვენს მონაგარს
ჩვენი ქვეყნის ბოგემა.
აღარ გვიდგას პირში სული,
არჩევნებზე რა გვინდა,
თქვენ ოლიმპოს მთაზე იდგეთ,
ჩვენ - უფსკრულის ნაპირთან?!
ითვლის ჩვენი ქვეყანა,
ან თავს ასე რად იწუხებთ,
ან ჩვენ ტვინს რად გვინაყავთ?!
უკვე მივხვდით, რომ საჩვენოდ
არ მუშაობთ არავინ,
ბაგამებზე დაისვენებთ,
ტუჩში ისხამთ პარაფინს.
გზა-კვალი გვაქვს არეული,
რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ,
თურქეთშიც კი მონად ყოფნით,
შვილებს ცოცხლად დავარჩენთ.
აფთიაქი და ბანკები
გვხვდება ყოველ ნაბიჯზე,
კრედიტებით სულგამძვრალებს
ეგ წამლები მოგვარჩენს?1
აღარ დარჩა გასაყიდი
საბჭოთის ქონება,
ახრამუნებს ჩვენს მონაგარს
ჩვენი ქვეყნის ბოგემა.
აღარ გვიდგას პირში სული,
არჩევნებზე რა გვინდა,
თქვენ ოლიმპოს მთაზე იდგეთ,
ჩვენ - უფსკრულის ნაპირთან?!
Monday, September 12, 2016
ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
ჩემო მფარველო ანგელოზო,
ჩემო გადამრჩენელო,
გადამარჩინე მტრებისგაბ და იუდას საქმეებისგან,
სიბნელეში წვეტისგან,
ჭურჭელში შხამისგან, ჭექა ქუხილისგან,
რისხვისგან და სასჯელისგან,
წამებისგან,
ყინულისგან და ცეცხლისგან– შავი დღისგან,
როცა ჩემი გარდაცვალების დრო მოვა
ჩემო მფარველო ანგელოზო
დამიდექი გვერდში და ჩემი წასვლა შეამსუბუქე.
ამინ!!!
თაიგული
ყველაზე კარგი რა არის ნეტავ,
ცხოვრება რწმენით თუ სიყვარულით?!
-ორივე, შვილო, დადიან ერთად,
რწმენა ღმერთია და სიყვარული,
- მომიგო დედამ და ლამაზ ფერთა
ხელში ჩამიდო მე თაიგული,
ყვავილთა ფერში ვიპოვ გუშინ,
რომ საქართველო ეხატა გულში!
,
ყელსაბამი
სიყვარულის მწვავდა ალი,
ჩამოვხსენი ციდან ლალი,
და ავკინძე ყელსაბამი,..
არ გასულა ცოტა ხანი,
ღმერთმა მომცა ციდან ბანი, -
იპოვეო ათაბაგი თუ
ცხოვრებამ გათრო ბანგით?!
უცებ მწარედ ჩამეცინა,
ვერა ვნახე ხმელზე ბინა,
კაცმა დარდი გამიჩინა,
ოცნებაც არ დამირჩინა, -
ეჭვის ჭია გამიჩინა.
არ ყოფილა ჩემი გმირი, -
მომეწია გასაჭირი.
წამიყვანე, მაღლა, ღმერთო,
დაგიმადლებ ღიმით ერთობ!
მომიძღვნია ყელსაბამი
ზღვას გადავეც ნანი-ნანით,
მზის სხივების დასადარი.
ჩამოვხსენი ციდან ლალი,
და ავკინძე ყელსაბამი,..
არ გასულა ცოტა ხანი,
ღმერთმა მომცა ციდან ბანი, -
იპოვეო ათაბაგი თუ
ცხოვრებამ გათრო ბანგით?!
უცებ მწარედ ჩამეცინა,
ვერა ვნახე ხმელზე ბინა,
კაცმა დარდი გამიჩინა,
ოცნებაც არ დამირჩინა, -
ეჭვის ჭია გამიჩინა.
არ ყოფილა ჩემი გმირი, -
მომეწია გასაჭირი.
წამიყვანე, მაღლა, ღმერთო,
დაგიმადლებ ღიმით ერთობ!
მომიძღვნია ყელსაბამი
ზღვას გადავეც ნანი-ნანით,
მზის სხივების დასადარი.
მამა
პატარა გოგოს უყვარდა მამა,
მისთვის ის იყო ყველაზე მაღლა,
და როცა თვითონ გაასწრო ალვას
მისთვის მამიკო რაინდად დარჩა.
მიხვდა რომ გმირი ცხოვრებას რანდავს.
შვილმა ნაკლები გაწიოს ჯაფა,
სურს მეზღვაურის გამოსკვნას ნასკვი,
სწორდ იაროს აფრებით ქარში,
და ახლა მშობლის თვალებით ხედავს,
რა რთული არის, რომ იყოს დედა.
Saturday, September 10, 2016
გულის კუნჭულში მოგათავსე
გულის კუნჭულში მოგათავსე,
სული გიბერე, გაგითავისე,
შენ ქარიშხალი დააყენე,
ქვითა და ღორღით ნავი ამივსე.
------------
შემასვი შხამი და გიკვირს მერე,
რად არ გერთგულობს ნატანჯი ქალი.
სული გიბერე, გაგითავისე,
შენ ქარიშხალი დააყენე,
ქვითა და ღორღით ნავი ამივსე.
------------
შემასვი შხამი და გიკვირს მერე,
რად არ გერთგულობს ნატანჯი ქალი.
Thursday, September 8, 2016
საფირმო კერძი
საფირმო კერძი ვამზადე შენთვის,
გავშალე სუფრა, დუდუკიც უკრავს,
ვიცი, მიირთმევ ყველაფერს უკმაზს,
ჩემს დიდ სიყვარულს და ღიმილს ვურთავ.
გავშალე სუფრა, დუდუკიც უკრავს,
ვიცი, მიირთმევ ყველაფერს უკმაზს,
ჩემს დიდ სიყვარულს და ღიმილს ვურთავ.
დავეშვი ღრუბლიდან
დავეშვი ღრუბლიდან და ისევ
ღრუბლებში აფრენა მომიწევს,
პატარა გზა არის მიწამდე,
ზეცამდე - იცოცხლე!
ღრუბლებში აფრენა მომიწევს,
პატარა გზა არის მიწამდე,
ზეცამდე - იცოცხლე!
პატარა დიტოს! (საბავშვო)
მიწას გახადეს სამოსი,
ესეც ბუნების წესია,
ვაჟკცურად ძლევს სიცივეს,
ერთხელ არ დაუკვნესია,
შენ ღმერთი რაზედ გაგიწყრა,
მუდამ ქალივით ტირიო,
სიცხეც გაწუხებს, სიცივეც,
მოგიღია ეგ პირიო,
შეხედე, ხეებსაც ცივათ,
თავაღერილებს, ლამაზებს,
ზამთარს ელიან, ნატრობენ,
თოვლიან საბანს გადაფენს.
ხომ გიყვარს, თოვლი ფუმფულა,
როცა გაცვივა სახეზე,
ციგით და თხილამურებით
ბავშვებთან ღამეს ათენებ,
გამხიარულდი, დიტოო,
ტირილით თავს ნუ გვაბეზრებ,
თორემ გაგბაწრავს სიცივე,
მშიშარად თავს თუ აჩვენებ.
Tuesday, September 6, 2016
გამარჯვებების სუნი
სისხლის წვეთებით გაჟღენთილი
თავფურცლებიდან
წერენ სევდიან მატიანეთ ამა სოფლისა,
ოქროსქოჩრიან ქრიზანთემებს
ომი მოიტანს...
გამარჯვებების სუნი
მათ სდით
ყველა დროიდან.
თავფურცლებიდან
წერენ სევდიან მატიანეთ ამა სოფლისა,
ოქროსქოჩრიან ქრიზანთემებს
ომი მოიტანს...
გამარჯვებების სუნი
მათ სდით
ყველა დროიდან.
სადა ხარ, ჩემო ბავშვობავ!
სადა ხარ, ჩემო ბავშვობავ,
შენ, ჩემი გულის კაკალო,
იყუჩე, მინდა, თითისტარს
ძაფივით შემოგატარო,
მოვქსოვო კაბა, წინდები,
ბებოს სახსოვრად ვატარო,
უნაგირს პაპას ცხენისას
თექა ვაფინო, ვაქარო,
მაღლა ღრუბლებში ავიჭრა,
ძირს ვარდი გადმოვაყარო,
გუდამაყარს ვცე ზარები,
ავახმაურო სამყარო,
ზღაპრების გმირად გადვიქცე,
მიწა აყალო ავყარო,
"მტერს დაუბრმავდა თვალები", -
ქვეყანას ლხენით ვახარო.
შენ, ჩემი გულის კაკალო,
იყუჩე, მინდა, თითისტარს
ძაფივით შემოგატარო,
მოვქსოვო კაბა, წინდები,
ბებოს სახსოვრად ვატარო,
უნაგირს პაპას ცხენისას
თექა ვაფინო, ვაქარო,
მაღლა ღრუბლებში ავიჭრა,
ძირს ვარდი გადმოვაყარო,
გუდამაყარს ვცე ზარები,
ავახმაურო სამყარო,
ზღაპრების გმირად გადვიქცე,
მიწა აყალო ავყარო,
"მტერს დაუბრმავდა თვალები", -
ქვეყანას ლხენით ვახარო.
Monday, September 5, 2016
უშენობის ზარი (ბავშვის გადარჩენისთვის არაგვზე დაღუპულს)
მარტოსულობის
ჭაპანსა ვწევ,
ფიქრი მაწუხებს, -
ვერ დავეხსენი
უშენობის მტკივან
მარწუხებს.
ვერ დავეხსენი
უშენობის მტკივან
მარწუხებს.
ჩავალ არაგვზე,
ვზვარ ლოდზე,
ძველ დროს ვიხსენებ, -
მოგონებები ყველა მხრიდან
ძალუმ მიტევენ.
ერთად ვილოცეთ,
ძველ დროს ვიხსენებ, -
მოგონებები ყველა მხრიდან
ძალუმ მიტევენ.
ერთად ვილოცეთ,
სამრეკლოში
ვანთეთ სანთელი
და აღმაფრენით,
სიყვარულით
ვთქერეთ ჭალები.
სიყვარულით
ვთქერეთ ჭალები.
მიიჩქაროდი
და არ ვიცი,
რატომ გაგიშვი,
შენ ხომ ძმა იყავ
შენ ხომ ძმა იყავ
ჩემი ნაფიცი,
სხვა იყო თურმე
შენი ბედი,
შენი მისია, -
უმწე ბავშვისთვის
თურმე თავი გადაგიდია,
არაგვში ნახე ბინა,
სახლი,
კუთხე, კუნჭული,
სხვა იყო თურმე
შენი ბედი,
შენი მისია, -
უმწე ბავშვისთვის
თურმე თავი გადაგიდია,
არაგვში ნახე ბინა,
სახლი,
კუთხე, კუნჭული,
შენ წახვედი და
გამოკეტე კარი ურდულით,
გამოკეტე კარი ურდულით,
ჩვენ, უბედურებს,
უშენობის ზარი დაგვეცი, -
ვაჟკაცის წესი შეასრულე
სიმწუხარეში.
ვაჟკაცის წესი შეასრულე
სიმწუხარეში.
შორი-შორსა ვართ მე და შენ (სატრფიალო)
შორი-შორსა ვართ მე და შენ,
თუმცა ერთობა გვწადია,
შარა, შუკა და შაორის
მოჩქეფს ჩვენ შორის წყალია,
შენ აღმა-აღმა შაუყევ,
შავარდნის იცან კვალია.
მე კალთას შვრიას ჩავიშლი,
შავშეთს ჩავყვები, შავია.
Sunday, September 4, 2016
სასწაულებიც ხდება
ჩამოგათოვა თეთრად,
მყინვარს მიგიგავს თავი,
ნაოჭი მისდევს ნაოჭს,
ფიქრის დაგაჩნდა ღარი,
ამოგიჭრია გულში
მარტოსულობის თარგი...
სასწაულებიც ხდება, =
ნეფის დაგადგეს ტახტი.
Thursday, September 1, 2016
ნახევარი გული (მოთხრობა)
თეთრყირმიზა ქალი საკერავს უჯდა და თავის ოქროსთმიან ბიჭუნებს პერანგებს უკერავდა. ბევრი კაცი ინატრებდა ასეთი ცოლის ყოლას. მასაც არ აკლდა ქმრის და ოჯახის პატივისცემა. ის თავის იდეალურ სამყაროს ქმნიდა, სიმდიდრეს არ ესწრაფვოდა და მხოლოდ სიყვარულისთვის ცხოვრობდა. ზაფხულის იმ საღამოსაც სიმყუდროვეს არაფერი ურღვევდა. ქმარი ტელეფონზე ლაპარაკობდა, ბავშვები ბებოს ეზოში ჩაეყვანა. კაცის ხმა სულ უფრო დაძაბული და მკაცრი ხდებოდა, მაგრამ ქალი ყურადღებას არ აქცევდა. იცოდა, რომ ქმარი ყველა საქმეს მის დაუხმარებლად მოაგვარებდა. ამიტომაც თავის საფიქრელს მისცემოდა. რამდენიმე კვირა იყო, რაც ერთი კითხვა აწვალებდა, გაეჩინა თუ არა ბავშვი, რომელიც მის სხეულში უკვე ჩასახლებულიყო და გატრუნული უსმენდა დედის გულისცემას. ქალს უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ორი ვაჟი უკვე ჰყავდა, 9 - 10 წლისა. ბავშვებს ბევრი რამ აკლდათ. მეუღლე ხან მუშაობდა, ხან - არა. დედამთილიც პენსიონერი იყო. - "იქნებ გოგოა", -გაუელვა თავში, როგორ უნდოდა პატარა გოგონა! ისევ ეჭვები მოეძალა, შეძლებს კი ბავშვი გაზარდოს ამ საშინელ დროში: არც გაზი, არც დენი, საყოველთაო გაჭირვება, ასაკითაც პატარა არ არის, უკვე 35 წლისაა. მერე შიშმა შეიპყრო, ღმერთი ხომ დასჯის იმ აბორტების გამო, რაც გაკეთებული აქვს. ნუთუ კიდევ ერთი ცოდვა უნდა ჩაიდინოს?! ამ დროს ქმრის გაცხარებულმა კილომ მიიქცია მისი ყურადღება. კაცი აშკარად ნერვიულობდა - "თავი დამანებე", - ისმოდა მისი სასოწარკვეთილი და ამავე დროს მოგუდული ხმა. ქალი გუმანით მიხვდა, რომ ქმარი მისგან რაღაცის დამალვას ცდილობდა. უნდობლობის ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში. წამოდგა და რაც არასდროს გაუკეთებია, ის გააკეთა, მეუღლეს ყურმილი გამოართვა და ყურთან მიიტანა. მისდა გასაკვირად კაცმა არაფერი უთხრა, არ შეაჩერა. ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა, ქალმა გაოცებით შეხედა ქმარს. ქალბატონი, რომელიც ასე დაჟინებით ითხოვდა რაღაცას სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან, მათი საერთო ნაცნობი იყო, ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ქმრის ყოფილი თანამშრომელი გახლდათ, მეგობრობდნენ კიდეც. - რა უნდა ამ ქალს, რას მოითხოვს შენგან?!- გამეხებული სახით შეაცქერდა ქმარს ცოლი, - რა ურთიერთობა გაქვს მასთან, რომ ასეთი ფამილიარული ტონით გელაპარაკება?! - არ ისვენებდა ქალი. კაცი რაღაცას ჭოჭმანობდა, ბოლოს დუმილი დაარღვია: - მან სამი თვის წინ ბავშვი გააჩინა,.. ჩემგან... გოგონა, - თქვა ენის ბორძიკით, მაგრამ ამავე დროს ისე სწრაფად, თითქოს უნდოდა ცოლს რაც შეიძლება ჩქარა გაეგო ეს ამბავი. მერე გაჩუმდა, შვებით ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოიხსნაო და თავი დახარა. ქალი თავზარდაცემული იდგა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. მის თვალწინ დაიმსხვრა მისი იდეალური სამყარო. გული შემოდგომის გაყვითლებული ფოთოლივით მოეკრუნჩხა, მიენავლა, იქვე მდგარ პატარა სათამაშო მანქანაზე გადაიტანა ყურადღება, მათმა საერთო "მეგობარმა" ამერიკიდან რომ ჩამოუტანა ბავშვს. - ნუთუ ეს ყველაფერი ფარსი იყო, ჩემს შვილებზე ზრუნვა, საჩუქრები?!- ქალს მოეჩვენა რომ გველები შემოხვეოდა სხეულზე და დახრჩობას უპირებდნენ, გააჟრჟოლა, - მისი ამდენი შრომა, ერთგულება წყალს გაატანეს, თანაც ვინ, ამ ცრუპენტელებმა?!- მისი ფიქრი ჯერარდაბადებულ ბავშვს გადასწვდა, გადაწყვიტა მეორე დღესვე აბორტი გაეკეთებინა. ქმარს არაფერი უთხრა, რადგან დედამთილი, რომელსაც ბავშვები ეზოდან ამოეყვანა, გაფაციცებით შესცქეროდა თვალებში, ცრემლები შეემჩნია და რაშიაო საქმე, შვილს გაბრაზებით უყურებდა. კაცმა თვალები ვერ გაუსწორა დედას. ქალი მიხვდა, რომ დედამთილს ვერაფერს ეტყოდა, ამ ამბავს გადაყვებოდა მოხუცი. თვითონ, მარტოდმარტოს, უნდა გადაეტანა ეს დარტყმა. ბიჭები მამას შემოხვეოდნენ, ბებიას ნაყიდ ავტომატებს აჩვენებდნენ, თვალები სიხარულით და სიამაყით ჰქონდათ სავსე, საოცარი ნათელი გამოსჭვიოდა მათი უმანკო სახეებიდან. ქალის გონებამ სწრაფად დაიწყო ფიქრი, - რა ეშველება მისი წვალებით შექმნილ იდეალურ ოჯახს, მის ოქროსთმიან ბიჭუნებს, თუ კი ქმართან გაშორებას გადაწყვეტს?! ოჯახის ავტორიტეტს, მამა-პაპის მოპოვებულსაც, შერყევა ელის, საზოგადოებისგან - გაკიცხვა არ ასცდებათ, ქვა დამნაშავესაც მოხვდება და უდანაშაულოსაც. - ქალი იმასაც მიხვდა, რომ მის ქმარს, მისი შვილების მამას, მისთვის საყვარელ ადამიანს, რომელიც პატივაყრილი, დადარდიანებული, ნაცემი ძაღლივით იდგა მის წინ და თვალებით პატიებას სთხოვდა, დღეს მისი დახმარება სჭირდებოდა. ქალი მუხლებში ჩაიკეცა, თითქოს სანთელივით ჩაიღვენთა, ჩადნა, მერე კრიალოსანივით ათას ნაწილად დაიშალა, ყველა ნაწილი სტკიოდა, ბოლოს ისევ წამოიმართა, აეწყო, გამაგრდა. გადაწყვიტა, გულში ჩაეკლა ტკივილი, ყველაფერი დაემალა, დაევიწყებინაა თავმოყვარეობა, შელახული ღირსება და მოღალატესთან გაეგრძელებინა ცხოვრება.
ქმარმა ბევრი ბოდიში იხადა, თავიც ბევრჯერ იმართლა, მაგრამ ქალს არასოდეს მობრუნებია კაცზე გული. ღვთის ნებით მუცელი აღარ მოიშალა და პატარა გოგონა გააჩინა. ქალმა იცის, რომ მის შვილებს მომავალში ყველაფერი კარგად ექნებათ, რადგან ის ნამდვილი დედაა, ოჯახის ბურჯი და საძირკველი, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამაც კი არ უნდა შეარყიოს და დააზიანოს. ღალატით მიყენებული ტკივილი კი განიფხვნა დროსა და სივრცეში, მხოლოდ ხანდახან შეახსენებს ხოლმე ქალს თავს, წვეტიანი შუშის ნატეხივით დაუტრიალდება გულ-ღვიძლში და მის ნაწილს მოწვავს, გაანადგურებს. ნეტავ რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი განახევრებული გულით?!
ქმარმა ბევრი ბოდიში იხადა, თავიც ბევრჯერ იმართლა, მაგრამ ქალს არასოდეს მობრუნებია კაცზე გული. ღვთის ნებით მუცელი აღარ მოიშალა და პატარა გოგონა გააჩინა. ქალმა იცის, რომ მის შვილებს მომავალში ყველაფერი კარგად ექნებათ, რადგან ის ნამდვილი დედაა, ოჯახის ბურჯი და საძირკველი, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამაც კი არ უნდა შეარყიოს და დააზიანოს. ღალატით მიყენებული ტკივილი კი განიფხვნა დროსა და სივრცეში, მხოლოდ ხანდახან შეახსენებს ხოლმე ქალს თავს, წვეტიანი შუშის ნატეხივით დაუტრიალდება გულ-ღვიძლში და მის ნაწილს მოწვავს, გაანადგურებს. ნეტავ რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი განახევრებული გულით?!
Subscribe to:
Posts (Atom)