Tuesday, September 13, 2016

პოლიტიკოსებს!

არჩევნების წინა კვირებს
ითვლის ჩვენი ქვეყანა,
ან თავს ასე რად იწუხებთ,
ან ჩვენ ტვინს რად გვინაყავთ?!
უკვე მივხვდით, რომ საჩვენოდ
არ მუშაობთ არავინ,
ბაგამებზე დაისვენებთ,
ტუჩში ისხამთ პარაფინს.
გზა-კვალი გვაქვს არეული,
რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ,
თურქეთშიც კი მონად ყოფნით,
შვილებს ცოცხლად დავარჩენთ.
აფთიაქი და ბანკები
გვხვდება ყოველ ნაბიჯზე,
კრედიტებით სულგამძვრალებს
ეგ წამლები მოგვარჩენს?1
აღარ დარჩა გასაყიდი
საბჭოთის ქონება,
ახრამუნებს ჩვენს მონაგარს
ჩვენი ქვეყნის ბოგემა.
აღარ გვიდგას პირში სული,
არჩევნებზე რა გვინდა,
თქვენ ოლიმპოს მთაზე იდგეთ,
ჩვენ - უფსკრულის ნაპირთან?!









No comments:

Post a Comment