Tuesday, September 6, 2016

სადა ხარ, ჩემო ბავშვობავ!

სადა ხარ, ჩემო ბავშვობავ,
შენ, ჩემი გულის კაკალო,
იყუჩე, მინდა, თითისტარს
ძაფივით შემოგატარო,
მოვქსოვო კაბა, წინდები,
ბებოს სახსოვრად ვატარო,
უნაგირს პაპას ცხენისას
თექა ვაფინო, ვაქარო,
მაღლა ღრუბლებში ავიჭრა,
ძირს ვარდი გადმოვაყარო,
გუდამაყარს ვცე ზარები,
ავახმაურო სამყარო,
ზღაპრების გმირად გადვიქცე,
მიწა აყალო ავყარო,
"მტერს დაუბრმავდა თვალები", -
ქვეყანას ლხენით ვახარო.


No comments:

Post a Comment