Wednesday, September 14, 2016

მუზა (სახუმარო)

მუზა არის ღვთაებრივი, ასე ითქმის ოდითგან,
მოვა, შეგწვავას, შეგახურებს, არ მიგიშვებს ლოგინთან,
თუმცა წერო რა საგანზე, არვის დაუდგენია,
თუნდაც კამის თესლი იყოს, თუნდაც თივის ღერია.
- თუ კი მოგგვრის შენ სიხარულს და ვიღაცას სიამეს,
წერე, მაშინ ნუ შეკრთები, თუ იტყვიან სიავეს,
- ზოგის მუზა ვირი არის, ზოგის - კბილის საჩხრეკი,
ზოგისათვის - ჩრდილოეთი, ზოგისათვის - სამხრეთი.
ზოგჯერ ასეც გვიტარებენ პოეზიის  გაკვეთილს!
საბჭოეთის საუფლოში ალბათ მზრდიდნენ მონები,
ზოგის წერის მანერაა ჩემთვის გაუგონები,
მაგრამ ახლა ყველას აქვს სიტყვის, წერის უფლება,
ამიტომაც არ ვიფუჭებ მათი კითხვით გუნებას.


No comments:

Post a Comment