მკვდრებსა და ცოცხლებს,
ზოგჯერ თავის ნებით გაგუდულთ,
ზოგჯერ მოკლულებს და
იქ მოთავსებულებს,
სანაგვეზე გადაყრილთ,
მორგში დაწყობილთ,
წყება-წყებად და ცალ-ცალკე,
გიხაროდეთ, რომ ასეთი მასალა
მოიფიქრა ადამიანმა,
ვერავინ გაიგებს თქვენ ვნებებს
და გრძნობებს, ვერავინ დაინახავს
თქვენს სახეებს, ცოცხლებს კი,
გახდომისთვის თავის გამწირავთ,
გირჩევთ, - თბილისის ქუჩებში ისეირნეთ,
უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანთ.
მაია დიაკონიძე
15.09.2016 წელი
No comments:
Post a Comment