Monday, September 5, 2016

უშენობის ზარი (ბავშვის გადარჩენისთვის არაგვზე დაღუპულს)

მარტოსულობის
ჭაპანსა ვწევ,
ფიქრი მაწუხებს, -
ვერ დავეხსენი
უშენობის მტკივან
მარწუხებს.
ჩავალ არაგვზე,
ვზვარ ლოდზე,
ძველ დროს ვიხსენებ, -
მოგონებები ყველა მხრიდან
ძალუმ მიტევენ.
ერთად ვილოცეთ,
სამრეკლოში 
ვანთეთ სანთელი
და აღმაფრენით,
სიყვარულით
ვთქერეთ ჭალები.
მიიჩქაროდი 
და არ ვიცი,
რატომ გაგიშვი,
შენ ხომ ძმა იყავ 
ჩემი ნაფიცი,
სხვა იყო თურმე
შენი ბედი,
შენი მისია, -
უმწე ბავშვისთვის
თურმე თავი გადაგიდია,
არაგვში ნახე ბინა,
სახლი,
კუთხე, კუნჭული,
შენ წახვედი და
გამოკეტე კარი ურდულით,
ჩვენ, უბედურებს,
უშენობის ზარი დაგვეცი, -
ვაჟკაცის წესი შეასრულე
სიმწუხარეში.


No comments:

Post a Comment