გრძნობა იყოს ადვილი,
ჯერ ცეცხლივით გიზგიზებს და
მერე ქრება კვამლივით.
ხან ბროლივით გაბრწყინდება,
ხან წყვდიადში ფარფატებს,
რამდენ საწყალ გულს იმონებს,
გულადებსაც აწამებს.
მაინც ყველას ის სწყურია,
მაინც სასურველია,
მაინც იმას ნატრობენ და
უმისობა ძნელია.
ამჩატდება თითქოს გული,
ცას გაჰყვება წკრიალას,
მერე უცებ დაღამდება,
ველს დასტირის ტიალად.
სიყვარულის ამქარშია
მგონი მთელი სამყარო,
მზე, მთვარე და ვარსკვლავები
გინდა გულზე აყარო.
მაგრამ მაინც არა მჯერა,
გრძნობა იყოს ადვილი,
ხან ბროლივით გაგაბრწყინებს,
მერე ქრება კვამლივით.
სიყვარული, არა მჯერა,
გრძნობა იყოს ადვილი,
ჯერ ცეცხლივით გიზგიზებს და
მერე ქრება კვამლივით.
არც სიცოცხლე არის ჩვენი
ჩაუქრობი, მარტივი,
ჩვენც წავყვებით ამ დინებას,
ჩვენც გავქრებით კვამლივით.
მაგრამ სანამ აქა ვართ და,
სანამ ზეცას ვუყურებთ,
სიყვარულში დავიხარჯოთ,
მტკვარიც ამას დუდუნებს.
No comments:
Post a Comment