Tuesday, February 2, 2021

უცნაური ერთსტროფიანები

 კარაქივით რომ არ ავიჭრა 

შენს მოლოდინში,

თავს ვიმარილებ!


ჭრილობებიდან მოდუღს ბალღამი,
მტკვარზე ტკივილით მოსთქვამს არღანი.

და სანამ ბარში 
საქსაფონი ჯიუტად ყვირის,
არც მე არ ვიცლი 
სახიდან ღიმილს, 
რომ მოგაჩვენო,
ეს ისაა, რაც ასე მსურდა.

ყველი ვარ, 
ხაჭაპურში ჩამდნარი და 
შენს კბილებში მოხვედრილი გადასაღეჭად.

სანამ ცხოვრება სიმინდივით წისქვილში დამფქვავს,
მანამ, ქვეყანავ, მე შენი ხმა ვარ.

ჭიქა არაყი დღეს რომ წამექცა, წამოქცეული გულზე დამეცა.


No comments:

Post a Comment