აღარ ვარ უკვე პატარა ბავშვი,
აღარ ვატარებ მოდურ ჟილეტებს,
გაუხარელი ქვეყნის დროშიდან
ჩემს წილ ფერებსაც ვეღარ ვიმეტებ,
რომ არ მოაკლდეს ვიღაცას ვარდი,
არ მოსტყდეს ყუნძი ქარის თარეშში
და დარბეული ბუჩქები ვარდის
არ ეცეს ეკლად ვინმეს ღამეში,
ციდან ღრუბელიც აღარ მიღიმის,
შემოხვევია ფიქრი უზღვავი
და იმ გროვიდან მოდენილ წვიმას
როგორც მოხუცი ისე ვემალვი,
რომ სახსრებიდან გაქრეს ტკივილი,
ისე შეზრდია უფსკრულს და ხაროს,
დეკა რომ ღვივის იმის კალთებზე,
ვინძლო იმანაც ვერ გაიხაროს.
დღეს სურვილების ვიწყე შეკონვა,
ყვავილებივით ჩავდგი ვაზაში,
სიკეთით, ნათლით თუკი გავჟღინთე,
იქნებ მეც გავხდე ბედის ხარაზი.
და ოლიმპოზე ავიდე ისე,
როგორც ღმერთების დედა და ფესვი
ჩავჭრა, გავიდგა დიდ სამოთხეში ,
იქ ამოვიდეს სადაფის ვერხვი.
No comments:
Post a Comment