Wednesday, April 22, 2020
გვიყვარდეს ერთმანეთი (ჩანახატი)
ბევრს ვლაპარაკობთ სიკვდილზე ამ ბოლო დროს, გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკული მოვლენების სერიას, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ყოველთვის გვგონია, რომ სიკვდილი ჩვენ არ შეგვეხება, ის სადღაც შორსაა, მახსოვს, ერთხელ ექიმმა ექოსკოპისტმა, რომელთანაც ყოველწლიურ სამედიცინო კვლევას ვიტარებდი, მითხრა, ადამიანები არასოდეს ფიქრობენ იმაზე, რომ მათ რაიმე ავადმყოფობა გაუჩნდებათ, ჰგონიათ, რომ მარტო სხვები ავადდებიან. ყველა ჩვენგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ ადამიანის საციცოცხლო ძალები არ არის ამოუწურავი, ამ მარაგს მუდმივად შევსება სჭირდება მკურნალობით, სუფთა ჰაერით, პოზიტივით, სასიამოვნო საქმის კეთებით, თბილი სიტყვით, ნუ დავიშურებთ მას სხვა ადამიანებისთვის, შეიძლება ერთმა ასეთმა სიტყვამ ადამიანს რამდენიმე წლის სიცოცხლეც კი აჩუქოს, ნუ შევშინდებით, ნუ დავიზაფრებით, გონივრული პასუხიმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ყველა სხვა ადამიანის სიცოცხლეს. რასაც გარეთ ვხედავ დღეს, კმაყოფილიც ვარ ნაწილობრივ, ჩვენ, ქართველები, თითქოს გავიზარდეთ, დავვაჟკაცდით ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ვიცავთ სოციალურ დისტანციას, ვდგავართ რიგებში, არავინ გარბის წინ, ბოდიშებით ველაპარაკებით ერთმანეთს, ვხვდებით, რომ ჩვენ ერთი უწყვეტი ჯაჭვი ვართ და თითოეული ჩვენგანის გამოკლება, ჯაჭვის გაწყვეტა, არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს, ფიზიკურად გავნადგურდებით. მომავალი ჩვენ ხელშია, გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩემო მეგობრებო!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment